არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ ვისერავ სხეულს?

რატომ ვისერავ სხეულს?

 რა არის სხეულის დასერვა?

 სხეულის განზრახ დასახიჩრება ბასრი საგნით. ეს არის საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ერთ-ერთი გამოვლინება. ზოგი სხეულის ნაწილებს იწვავს ან საკუთარ სხეულს იგვემს. ეს სტატია საუბრობს უშუალოდ სხეულის დასერვაზე, მაგრამ აქ მოცემული პრინციპები ყველა იმ შემთხვევაზე ვრცელდება, როცა ადამიანი ნებისმიერი სახით განზრახ აყენებს ზიანს საკუთარ თავს.

 შეამოწმე შენი ცოდნა: სწორია თუ არასწორი.

  1.   მხოლოდ გოგონები ისერავენ სხეულს.

  2.   ის, ვინც სხეულს ისერავს, არღვევს კანონს, რომელიც ლევიანების 19:28-ში წერია: „არ დაისეროთ სხეული“.

 სწორი პასუხები:

  1.   არასწორია: მართალია, გოგონები უფრო ხშირად ისერავენ სხეულს, მაგრამ ამას ზოგი ბიჭიც აკეთებს. ისინი სხვაგვარადაც აყენებენ ზიანს საკუთარ სხეულს.

  2.   არასწორია: ლევიანების 19:28-ში ჩაწერილ სიტყვებში ნაგულისხმევია უძველესი რიტუალი, რომელსაც ძველ დროში მცხოვრები კერპთაყვანისმცემელი ერები ასრულებდნენ და არა სხეულისთვის განზრახ ზიანის მიყენების სხვადასხვა გამოვლინება. თუმცა, გონივრულია დავასკვნათ, რომ ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს არ სურს, საკუთარ თავს ზიანი მივაყენოთ (1 კორინთელები 6:12; 2 კორინთელები 7:1; 1 იოანე 4:8).

 რატომ ისერავენ სხეულს?

 შეამოწმე შენი ცოდნა: შენი აზრით, ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან რომელია უფრო ზუსტი?

 ადამიანები იმიტომ ისერავენ სხეულს, რომ ...

  1.   ემოციური ტკივილი გაიქარვონ.

  2.   თავის მოკვლა სურთ.

 სწორი პასუხი: ა) მათ უმეტესობას, ვინც სხეულს ისერავს, არ უნდათ სიკვდილი. მათ, უბრალოდ, სურთ, რომ გაიყუჩონ ემოციური ტკივილი.

 ნახეთ რას ამბობენ ახალგაზრდები, რომელთაც საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი სხეულის დასერვა.

 სელია: „სხეულის დასერვა შვებას მგვრიდა“.

 ტამარა: „მეგონა, რომ ამგვარად პრობლემებს თავს დავაღწევდი. ფიზიკური ტკივილი გაცილებით ადვილი ასატანი იყო, ვიდრე ემოციური“.

 კერი: „იმდენად ვერ ვიტანდი მოწყენილობას, რომ სხეულს ვისერავდი და ამგვარად ყურადღება ფიზიკურ ტკივილზე გადამქონდა“.

 ჯერინი: „ყოველთვის, როცა სხეულს ვისერავდი, ირგვლივ ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა, მათ შორის საკუთარი პრობლემებიც. სწორედ ეს მგვრიდა შვებას“.

 თუ შენც გაქვს ეს პრობლემა, როგორ უნდა დააღწიო თავი მის ტყვეობას?

 თუ ლოცვით შესთხოვ იეჰოვას დახმარებას, ამ პრობლემას თავს დააღწევ. ბიბლიაში წერია: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

 რჩევა: თავიდან მოკლე ლოცვები წარმოთქვი; შეგიძლია იეჰოვას მარტივად, ერთი-ორი სიტყვით შესთხოვო შველა: „დამეხმარე“. დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო გაიხსნა მასთან და გული გადმოუღვარო „ყოველგვარი ნუგეშის მამას“ (2 კორინთელები 1:3, 4).

 ლოცვა ემოციური საყრდენი არაა, რომელიც მხოლოდ დარდს გაგიქარვებს. შენ ლოცვის დროს ნამდვილად გაქვს ურთიერთობა ზეციერ მამასთან, რომელიც გპირდება: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ესაია 41:10).

 ბევრი, ვინც ამ მანკიერებას ებრძვის, ნუგეშს მაშინ პოულობს, როცა მშობლებს ან სხვა უფროსი ასაკის მეგობარს უზიარებს თავის გასაჭირს. ახლა ვისაუბრებთ სამ ახალგაზრდაზე, რომლებიც სწორედ ამგვარად მოიქცნენ.

 საფიქრებელი კითხვები

  • როცა დახმარების მიღება გსურს, ვის შეგიძლია გაანდო საწუხარი?

  • რა შეგიძლია სთხოვო იეჰოვას ლოცვაში?

  • შეგიძლია დაასახელო ორი საშუალება (რა თქმა უნდა ამაში არ შედის საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების სხვადასხვა გამოვლინება), რაც შეგიმსუბუქებს სტრესს და გაგიქარვებს ემოციურ ტკივილს?