იგავები 18:1—24

  • „ვინც ხალხს გაურბის, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს“ (1).

  • „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია“ (10).

  • მდიდარს ქონება გალავნად წარმოუდგენია (11).

  • ორივე მხარის მოსმენა სიბრძნის მაჩვენებელია (17).

  • ზოგი მეგობარი ძმაზე ერთგულია (24).

18  ვინც ხალხს გაურბის, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს;იგი სიბრძნეს არად აგდებს.   სულელი ცოდნას არ ეწაფება;მას საკუთარი აზრების ფრქვევა ურჩევნია.+   როცა ბოროტი მოდის, სიძულვილიც მოდის,სამარცხვინო საქციელს შეურაცხყოფა მოჰყვება.+   კაცის პირიდან გამოსული სიტყვები ღრმა წყალივითაა;+ სიბრძნის წყარო მოჩუხჩუხე ნაკადულივითაა.   არც ბოროტისადმი მიკერძოებაა კარგი+და არც მართლისთვის სამართლის დაკავება.+   სულელი თავისი ენით დავაში ებმება;+მისი პირი კაცს დასარტყმელად იწვევს.+   სულელს თავისი პირი ღუპავს+და ბაგეები მახეს უგებს.   ცილისმწამებლის სიტყვა გემრიელ ლუკმასავითაა,+ხარბად რომ ყლაპავენ და მუცელში ღრმად ჩასდით.+   ვისაც შრომა ეზარება,დამაქცევლის ძმაა.+ 10  იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია;+ მართალი მას აფარებს თავს* და დაცულია.+ 11  მდიდრისთვის ქონება გამაგრებული ქალაქივითაა;ის მას გალავნად წარმოუდგენია.+ 12  დაცემას წინ უძღვის გადიდგულება,+დიდებას კი — თავმდაბლობა.+ 13  მოსმენამდე პასუხის გაცემაუგუნურებაა და თავის დამცირება.+ 14  კაცს სნეულების ატანა შეუძლია,+მაგრამ, თუ სული აქვს დამწუხრებული, რაღა ეშველება?!+ 15  გონიერი ცოდნას იძენს;+ბრძენის ყური ცოდნას ეწაფება. 16  ძღვენი კაცს გზას უხსნის+და დიდკაცთა წინაშე აყენებს. 17  სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალი ჩანს,+სანამ მეორე არ მოვა და თავისას არ იტყვის.+ 18  წილისყრა შუღლს აცხრობს+და მოწინააღმდეგეთა შორის საქმეს აგვარებს. 19  გულნატკენი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია;+ზოგი უთანხმოება ციხესიმაგრის ურდულებს ჰგავს.+ 20  კაცი თავისი ბაგის ნაყოფით აივსებს მუცელს;+იგი თავისი ბაგეთა ნაყოფით დანაყრდება. 21  სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია;+როგორი ენაც გექნება, შედეგსაც ისეთს მოიმკი.+ 22  ვისაც კარგი ცოლი ჰყავს, კურთხეულია;+იეჰოვას წყალობა არ მოაკლდება მას.+ 23  ღარიბი ხვეწნა-მუდარით ლაპარაკობს,მდიდარი კი უხეშ პასუხს იძლევა. 24  ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა,+ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „მასში შერბის“.