ფსალმუნები 55:1—23

  • მეგობრისგან ნაღალატევის ლოცვა.

    • დაცინვა მეგობრის მხრიდან (12—14).

    • „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (22).

გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი*. დავითის ფსალმუნი. 55  შეისმინე ჩემი ლოცვა, ღმერთო,+ნუ უგულებელყოფ ჩემს სათხოვარს, როცა წყალობას შეგთხოვ.+   მომხედე და მიპასუხე.+ მოსვენებას მიკარგავს ჩემი საწუხარი+და შეშფოთებული ვარ   მტრების მუქარისადა ბოროტთა ზეწოლის გამო, რადგან გასაჭირს გასაჭირზე მატეხენ თავსდა განრისხებულნი მმტრობენ.+   გული მიკვნესის,+სიკვდილის შიშმა შემიპყრო.+   შიშმა და კანკალმა ამიტანა,ერთიანად ვცახცახებ.   ვამბობ: „ნეტავ მეც მტრედივით მქონდეს ფრთები! გავფრინდებოდი და სადმე თავს შევაფარებდი.   შორს გადავიხვეწებოდი+და უდაბნოში დავიდებდი ბინას.+ (სელა)   თავშესაფარს მივაშურებდი,ქარტეხილსა და გრიგალს გავექცეოდი“.   თავგზა აურიე მათ, იეჰოვა, და ჩაუშალე ზრახვები,+ რადგან ძალადობასა და დავას ვხედავ ამ ქალაქში; 10  დღედაღამ მის გალავანზე დაიარებიან,ქალაქში კი სიავე და გასაჭირია.+ 11  უბედურებაა მის შუაგულში;ჩაგვრა და მზაკვრობა არ სცილდება მის მოედნებს.+ 12  მტრის დასაცინი რომ გავმხდარიყავი,+ ავიტანდი.მოძულე რომ ამმხედრებოდა, დავემალებოდი, 13  მაგრამ ეს შენ იყავი, ჩემი ტოლი და სწორი,+ჩემი მეგობარი და ახლობელი.+ 14  გულითადი მეგობრები ვიყავით,ღვთის კარავში დიდ კრებულთან ერთად დავდიოდით. 15  განადგურება ეწიოთ ჩემს მტრებს!+ ცოცხლად ჩავიდნენ სამარეში*,რადგან ბოროტებაა დამკვიდრებული მათ შორის და მათ გულებში. 16  მე კი ღმერთს მოვუხმობ,იეჰოვა დამიხსნის.+ 17  ვწუხვარ და ვგმინავ საღამოს, დილითა და შუადღით,+მას ესმის ჩემი ხმა.+ 18  ის დამიხსნის და მომასვენებს მათგან, ვინც მებრძვის,რადგან ბევრი აღდგა ჩემ წინააღმდეგ.+ 19  მოისმენს და პასუხს გასცემს მათ ღმერთი,+ის, ვინც ოდითგანვე ზის ტახტზე.+ (სელა) არ სურთ გამოსწორება მათ,ვისაც ღვთის შიში არა აქვთ.+ 20  იგი* მათ აუმხედრდა, ვისთანაც მშვიდობა ჰქონდა,+დაარღვია დადებული შეთანხმება.+ 21  მისი სიტყვები კარაქზე რბილია,+გულში კი მტრობა აქვს; მისი სიტყვები ზეთზე რბილია,მაგრამ გაშიშვლებული ხმლებივითაა.+ 22  იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი+და ის ამოგიდგება მხარში,+ ის არასოდეს დაუშვებს მართლის დაცემას.+ 23  ღმერთო, შენ ჩაყრი ბოროტებს უძირო ორმოში.+ თავიანთი სიცოცხლის ნახევარსაც ვერ გალევენ სისხლისმღვრელები და მზაკვრები,+ მე კი შენზე ვიქნები მონდობილი.

სქოლიოები

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმება მე-13 და მე-14 მუხლებში მოხსენიებული მოღალატე მეგობარი.