არჩეულ მასალაზე გადასვლა

მიჰბაძეთ მათ რწმენას — ბიბლიაში მოხსენიებული მამაკაცები და ქალები

ეს სტატიები მოგვითხრობს ბიბლიურ დროში მცხოვრები მამაკაცებისა და ქალების შესახებ, რომლებიც ღვთისადმი ძლიერი რწმენით გამოირჩეოდნენ. a მათი მაგალითები გაგიძლიერებთ რწმენას და ღმერთთან დაახლოებაში დაგეხმარებათ.

ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების შესახებ აგრეთვე შეგიძლიათ შეიტყოთ ვიდეოსერიებიდან „მიჰბაძეთ მათ რწმენას“.

a ღვთის ამ ერთგულ მსახურთა ისტორიები რომ გააცოცხლოთ და მათ ადგილას წარმოიდგინოთ თავი, სტატიებში ისეთი დეტალებია მოხსენიებული, რასაც ბიბლიაში ვერ ნახავთ. თუმცა კვლევის შედეგად დავრწმუნდით, რომ ეს დეტალები თანხმობაშია როგორც ბიბლიასთან, ისე არქეოლოგიურ აღმოჩენებსა თუ ისტორიულ ჩანაწერებთან.

შემოქმედების დაწყებიდან წარღვნამდე

აბელი — „თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“

რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბელისგან მაშინ, როდესაც ბიბლია მის შესახებ მეტად მწირ ცნობებს გვაწვდის?

ენოქი — „მან . . . ღმერთს ასიამოვნა“

თუ ოჯახზე ზრუნვა გიწევთ ან ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ სიმართლეს მხარეს დადგეთ, მაშინ ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ ენოქისგან, ამ ძლიერი რწმენის მქონე კაცისგან.

ნოე — ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“

შვილების აღზრდისას რა სირთულეების წინაშე იდგნენ ნოე და მისი ცოლი? როგორ გამოავლინეს მათ რწმენა იმით, რომ კიდობანი ააშენეს?

„ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“

როგორ გადაურჩნენ ნოე და მისი ოჯახი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდს?

წარღვნიდან ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლამდე

აბრაამი — „ყველა მორწმუნის მამა“

როგორ დაანახვა აბრაამმა თავისი რწმენა? რაში გინდათ მიჰბაძოთ აბრაამის რწმენას?

სარა — „ლამაზი ქალი ხარ“

ეგვიპტის დიდგვაროვნებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სარას სილამაზე, თუმცა შეიძლება გაგაკვირვოთ იმის გაგებამ, რომ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

სარა — ღმერთმა მას „დიდგვაროვანი ქალბატონი“ უწოდა

რატომ შეეფერებოდა ეს ახალი სახელი ამ ერთგულ ქალს?

რებეკა — „წავყვები“

რწმენის გარდა რებეკას სხვა შესანიშნავი თვისებებიც ამკობდა.

იოსები — „მომისმინეთ, აი რა მესიზმრა“

იოსების რთული ოჯახური მდგომარეობა კარგი მაგალითია დღეს არსებული შერეული ოჯახებისთვის.

იოსები — „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება?“

როგორ გაუძლო იოსებმა ფოტიფარის ცოლის დაჟინებულ სურვილს, შეეცდინა იგი?

იოსები — „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“

რამ შეაძლებინა იოსებს, გაბედულად აეხსნა სიზმრები ეგვიპტის მერიქიფეთა უფროსისთვის, მცხობელთა უფროსისა და ფარაონისთვის? როგორ მოხვდა იოსები ციხიდან სამეფო სასახლეში სულ რაღაც ერთ დღეში?

იოსები — „ღმერთი ხომ არა ვარ?!“

დაუკარგავს თქვენს ოჯახს სიმშვიდე შურის, ღალატის ან სიძულვილის გამო? თუ დიახ, იცოდეთ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი იოსების ისტორია ძალიან დაგეხმარებათ.

„არ დავთმობ უმწიკვლობას!“

როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ბიბლიაში ჩაწერილი იობის ისტორია მძიმე განსაცდელების ან რწმენის გამოცდების დროს?

იობი — იეჰოვამ მას ჭრილობები მოუშუშა

თუ იობს მივბაძავთ, იმედს გავუცრუებთ სატანას და გულს გავუხარებთ მოსიყვარულე მამას, იეჰოვას!

მირიამი — „უმღერეთ იეჰოვას!“

მირიამ წინასწარმეტყველმა ხელში დაირა აიღო, შეუერთდა მას ყველა ქალი და იეჰოვა გამარჯვების სიმღერით განადიდეს წითელ ზღვასთან. მისი ცხოვრება არის გაბედულების, რწმენისა და თავმდაბლობის მაგალითი.

ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლიდან ისრაელის პირველი მეფის არჩევამდე

რახაბი „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“

როგორ შეიძლება რახაბის ისტორიიდან იმის დანახვა, რომ იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს აფასებს? რას ვსწავლობთ რახაბის რწმენისგან?

დებორა — „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“

რას ვსწავლობთ დებორას რწმენისა და გაბედულების მაგალითიდან?

რუთი — „სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“

რატომ იყო რუთი მზად, დაეტოვებინა საკუთარი ოჯახი და სამშობლო? რომელი თვისებების გამო იყო რუთი ძვირფასი იეჰოვასთვის?

რუთი — „ღირსეული ქალი“

რით არის მნიშვნელოვანი რუთისა და ბოაზის ქორწინება? რას ვსწავლობთ ოჯახის შესახებ რუთისა და ნაომის მაგალითიდან?

ხანა — მან იეჰოვას გული გადაუშალა

ხანას იეჰოვასადმი რწმენა დაეხმარა, გამკლავებოდა მეტად რთულ სიტუაციას.

სამუელი — ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“

რით იყო სამუელი ბავშვობა განსხვავებული? რა დაეხმარა მას განემტკიცებინა რწმენა კარავში ყოფნისას?

სამუელი — მან გაუძლო განსაცდელებს

ჩვენი რწმენა იცდება სირთულეებისა და გულგატეხილობის გამო. რას გვასწავლის სამუელის მოთმინება?

ისრაელის პირველი მეფიდან იესოს დაბადებამდე

„ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას“

იონათანი ერთ მამაკაცთან ერთად თავს დაესხა შეიარაღებულ რაზმს, შედეგად დაუვიწყარი ისტორია შეიქმნა

დავითი — „იეჰოვასია ბრძოლა“

რამ შეაძლებინა დავითს, შებმოდა გოლიათს და დაემარცხებინა ის? რის სწავლა შეგვიძლია დავითისგან?

დავითი და იონათანი — „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს

როგორ გახდა სხვადასხვა წარმოშობის ორი მამაკაცი ასე კარგი მეგობარი ერთმანეთისთვის? როგორ დაგეხმარებათ მათი მეგობრობის მაგალითი დღეს?

აბიგაილი — გონიერი ქალი

რისი სწავლა შეგვიძლია აბიგაილის ოჯახში არსებული პრობლემებიდან?

ელია — ის წმინდა თაყვანისმცემლობას იცავდა

როგორ მივბაძოთ ელიას, როდესაც სხვები ეწინააღმდეგებიან ბიბლიის სწავლებებს?

ელია — ის ფხიზლობდა და ელოდა

როგორ აჩვენა წინასწარმეტყველმა ელიამ, რომ იეჰოვას დანაპირებს მოთმინებით ელოდა?

ელია — მან ღმერთთან პოვა ნუგეში

რის გამო გაუტყდა გული ელიას და სიკვდილი ინატრა?

ელია — მან მოითმინა უსამართლობა

ყოფილხართ უსამართლობის მსხვერპლი? მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა ღმერთი სამართალს გააჩენს? გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ღვთის ერთგულ ელიას.

ელიამ ბოლომდე მოითმინა

ღვთის ერთგული მსახურის, ელიას, მაგალითი დაგვეხმარება, სირთულეების დროს რწმენა შევინარჩუნოთ.

იონა — მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა

შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ იონას, რომელსაც შეეშინდა, როდესაც ახალი დავალება მიიღო? მისი მაგალითი გვასწავლის, რამდენად მომთმენი და გულმოწყალეა იეჰოვა.

იონა — გულმოწყალების მაგალითი

როგორ შეუძლია იონას მაგალითს დაგვეხმაროს, შევამოწმოთ საკუთარი თავი?

ესთერი — მან დაიცვა ღვთის ხალხი

რწმენა და სიმამაცეა საჭირო, თუ გვინდა, რომ ესთერის მსგავსად ძლიერი სიყვარული გამოვავლინოთ.

ესთერი — მან სიბრძნე, გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინა

როგორ გამოავლინა ესთერმა თავგანწირვის სული იეჰოვასთვის და მისი ხალხისთვის?

იესოს დაბადებიდან მოციქულების სიკვდილამდე

მარიამი — „იეჰოვას მხევალი ვარ“

რას ვიგებთ მარიამის რწმენის შესახებ მისი სიტყვებიდან, რომელიც მან ანგელოზ გაბრიელს პასუხად უთხრა? კიდევ რა ძვირფასი თვისებები გამოავლინა მან?

მარიამი — „გულში დასკვნებს აკეთებდა“

მარიამს იეჰოვას დაპირებებისადმი რწმენა განუმტკიცა იმან, რაც მას ბეთლემში გადახდა.

მარიამი — მან აიტანა მწუხარების მახვილით მიყენებული ტკივილი

თუ მწუხარების „დიდი მახვილი“ გტანჯავთ, იესოს დედის, მარიამის მაგალითი, თქვენთვის დამხმარე იქნება.

იოსები — ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა

როგორ იცავდა იოსები თავის ოჯახს? რატომ წაიყვანა იოსებმა მარიამი და იესო ეგვიპტეში?

მართა — ვირწმუნე

როგორ გამოავლინა მართამ უდიდესი რწმენა მაშინაც კი, როცა გლოვობდა?

მაგდალელი მარიამი — „უფალი ვნახე!“

მაგდალელი მარიამი ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო, რომელმაც ნახა მკვდრეთით აღმდგარი იესო. მას წილად ხვდა პატივი, სხვებისთვის გადაეცა ეს ცნობა.

პეტრე — ის შიშსა და ეჭვებს ებრძოდა

ეჭვმა შეიძლება ძალა გამოგვაცალოს. მაგრამ იესოს მიყოლით პეტრემ დასძლია შიში და ეჭვი.

პეტრე — ის ერთგული დარჩა განსაცდელების დროს

როგორ დაეხმარა პეტრეს რწმენა და ერთგულება, როცა იესომ მას თვალსაზრისი შეუსწორა?

პეტრემ თავად იესოსგან ისწავლა პატიების ნამდვილი ფასი

რა ასწავლა იესომ პეტრეს პატიების შესახებ? როგორ დაანახვა იესომ, რომ აპატია პეტრეს?

ტიმოთე — „ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“

რა დაეხმარა ტიმოთეს, რომ ერთ დროს მორცხვი ახალგაზრდა გამორჩეული ქრისტიანი ზედამხედველი გამხდარიყო?