არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას?

როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას?

 თავს სამყაროსგან მოწყვეტილად და მარტოსულად ხომ არ გრძნობთ? თუ ასეა, ალბათ თქვენც დაეთანხმებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „სახურავზე ეულად მჯდომ ჩიტს დავემსგავსე“ (ფსალმუნი 102:7). ბიბლიური სიბრძნე ნამდვილად დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ თვითიზოლაციით გამოწვეულ პრობლემებს.

 უფრო მეტად დაუახლოვდით ღმერთს

 თვითიზოლაციის დროსაც კი არ დაკარგავთ ბედნიერების განცდას, თუ იქნებით სულიერს მოწყურებული და დაიკმაყოფილებთ ამ მოთხოვნილებას (მათე 5:3, 6). ამაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული საშუალებები, რომლებიც უფასოდაა ხელმისაწვდომი.

 წაიკითხეთ გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები

 ქვემოთ მოცემული მუხლები ბევრ ადამიანს დაეხმარა ნუგეშის პოვნაში. კარგი იქნება, თუ ამ მუხლების მხოლოდ ერთხელ წაკითხვას არ დასჯერდებით. თვითიზოლაციის პერიოდში ეცადეთ, იფიქროთ ამ ბიბლიურ აზრებზე და ილოცოთ (მარკოზი 1:35).

 გაიგეთ, რატომ ხდება მსოფლიოში ამდენი უბედურება

 ნებისმიერ რთულ სიტუაციას უკეთ გაუმკლავდებით, თუ გეცოდინებათ, რატომ ხდება უბედურებები და რას გააკეთებს ღმერთი მათ აღმოსაფხვრელად (ესაია 65:17).

 მეტისმეტად არ იწუხო

 ქვემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული სტატიები დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ თვითიზოლაციით გამოწვეულ სტრესს და მეტისმეტად არ იწუხოთ (მათე 6:25).

 განამტკიცეთ მეგობრული კვანძები

 მეგობრული ურთიერთობები დადებითად აისახება თქვენს გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაზე. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც არ ხერხდება მეგობრებთან პირისპირ შეხვედრა. სახლში ყოფნისას შეგიძლიათ დაურეკოთ ან ვიდეოკონფრენციის მეშვეობით ესაუბროთ და ამგვარად განამტკიცოთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან და ახალი მეგობრებიც იპოვოთ. ქვემოთ მოცემული სტატიები დაგეხმარებათ, შეიძინოთ ნამდვილი მეგობრები (იგავები 17:17).

 იყავი ფიზიკურად აქტიური

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). თვითიზოლაციის პერიოდში ვარჯიში ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სახლში ყოფნის დროსაც შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა.