ფსალმუნები 46:1—11

  • „ღმერთია ჩვენი თავშესაფარი“.

    • ღვთის საოცარი საქმეები (8).

    • ღმერთი წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე (9).

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ საგალობელი. ალამოთი*. 46  ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა,+შემწე, რომელიც უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს.+   ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც სახე იცვალოს დედამიწამ,თუნდაც მთები დაინთქან ზღვის სიღრმეში,+   თუნდაც ახმაურდნენ და აზვირთდნენ მისი წყლები,+თუნდაც შეძრას მთები მისმა ბობოქრობამ. (სელა)   მოედინება მდინარე, რომლის ნაკადებიც ახალისებს ღვთის ქალაქს,+უზენაესის წმინდა და დიდებულ კარავს.   ღმერთია ამ ქალაქში;+ არ დაემხობა ის, გარიჟრაჟზე მოვა ღმერთი მის საშველად.+   ხმაურობდნენ ხალხები, დაემხო სამეფოები,დასჭექა მან და დადნა დედამიწა.+   ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+იაკობის ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. (სელა)   მოდით და იხილეთ იეჰოვას საქმეები,რა საოცრებები მოიმოქმედა დედამიწაზე!   ის წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე,+ მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს,ცეცხლში ბუგავს საომარ ეტლებს*. 10  „დამმორჩილდით და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი! განვდიდდები ხალხებში,+განვდიდდები დედამიწაზე!“+ 11  ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+იაკობის ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ (სელა)

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ფარებს“.