ფსალმუნები 10:1—18

  • იეჰოვა უმწეოთა შემწეა.

    • ბოროტს ღვთის არსებობა აეჭვებს (4).

    • საბრალო იეჰოვასგან ელის შველას (14).

    • „იეჰოვა მეფეა სამარადისოდ“ (16).

ל [ლამედ] 10  იეჰოვა, რატომ გამდგარხარ განზე?! რატომ იმალები, როცა გვიჭირს?!+   ბოროტი თავისი ამპარტავნობის გამო დევნის უმწეოს,+მაგრამ თავისივე ხრიკების მსხვერპლი გახდება.+   ბოროტი თავისი გულისთქმებით იკვეხნის+და ხარბ კაცს ლოცავს*.נ [ნუნ] პატივს არ მიაგებს იგი იეჰოვას.   ბოროტი ქედმაღალია და არ ეძებს ღმერთს,არ არსებობსო ღმერთი, ფიქრობს ის.+   ყოველთვის წარმატებულია თავის გზაზე,+თუმცა ჩაუწვდომელია მისთვის შენი სამართალი;+სასაცილოდ იგდებს იგი თავის მტრებს.   გულში ამბობს: მტკიცედ ვიდგები,არ შემემთხვევაო უბედურებათაობიდან თაობაში.+ פ [ფე]   პირი წყევლით, სიცრუითა და მუქარით აქვს სავსე;+უბედურება და მავნებლობაა მის ენაზე.+   სოფლების სიახლოვეს ჩასაფრებულა;სამალავიდან ესხმის თავს უდანაშაულოს და კლავს მას.+ ע [აინ] უთვალთვალებს საბრალო მსხვერპლს.+   საფარში იცდის, როგორც ლომი ბუნაგში;+ ჩასაფრებულია, რომ ხელში ჩაიგდოს უმწეო. ბადეში იმწყვდევს და იტაცებს მას.+ 10  განადგურებული და მოდრეკილია მისი მსხვერპლი;მის კლანჭებში ხვდება მრავალი უბედური. 11  გულში ამბობს: დაივიწყა ღმერთმა,+ პირი იბრუნა და ვერაფერს შენიშნავსო.+ ק [კოფ] 12  აღდექ, იეჰოვა!+ ხელი შემართე, ღმერთო!+ ნუ დაივიწყებ უმწეოთ!+ 13  რატომ არ მიაგებს ღმერთს პატივს ბოროტი? გულში ამბობს, არ მომთხოვსო პასუხს. ר [რეშ] 14  მაგრამ შენ ხედავ უბედურებასა და გაჭირვებას, აკვირდები და მოქმედებ.+ შენ შემოგყურებს საბრალო მსხვერპლი,+შენ ხარ ობლის შემწე.+ ש [შინ] 15  მკლავი გადაუმტვრიე ბოროტ და უკეთურ კაცს,+რათა ძებნას რომ დაუწყებ მის ბოროტებას, ვეღარ იპოვო. 16  იეჰოვა მეფეა სამარადისოდ.+ აღიგავნენ ხალხები დედამიწიდან.+ ת [თავ] 17  შენ შეისმენ თვინიერთა სათხოვარს, იეჰოვა.+ შენ განუმტკიცებ მათ გულს+ და ყურადღებით მოუსმენ.+ 18  შენ გაუჩენ სამართალს ობოლსა და ჩაგრულს,+რათა ვეღარ შეაშინოს ისინი დედამიწის მკვიდრმა, მოკვდავმა კაცმა.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ხარბი საკუთარ თავს ლოცავს“.