არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲙᲘᲗᲮᲕᲐ 1

ვინ არის ღმერთი?

„რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“

(ფსალმუნი 83:18).

„იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი! მან შეგვქმნა და მას ვეკუთვნით!“

(ფსალმუნი 100:3).

„მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას, არც ჩემს ქებას — კერპებს“

(ესაია 42:8).

„ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“

(რომაელები 10:13).

„ყველა სახლი ვიღაცის აშენებულია, ყველაფრის ამშენებელი კი ღმერთია“

(ებრაელები 3:4).

„ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით უხმობს თითოეულ მათგანს. მისი განუზომელი ძლიერებისა და შიშის მომგვრელი ძალის გამო არცერთი მათგანი არ აკლდება მას“

(ესაია 40:26).