მოციქულთა საქმეები 7:1—60

  • სტეფანეს სიტყვით გამოსვლა სინედრიონის წინაშე (1—53).

    • პატრიარქების ეპოქა (2—16).

    • მოსეს წინამძღოლობა; ისრაელის კერპთაყვანისმცემლობა (17—43).

    • ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს (44—50).

  • სტეფანეს ჩაქოლვა (54—60).

7  მღვდელმთავარმა ჰკითხა: „სიმართლეა, რასაც ესენი ამბობენ?“  სტეფანემ მიუგო: «ხალხო, ძმებო და მამებო, მომისმინეთ. ჩვენს წინაპარ აბრაამს, ვიდრე ის ხარანში+ დასახლდებოდა, ძლევამოსილი ღმერთი ეჩვენა შუამდინარეთში  და უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ“.+  მანაც დატოვა ქალდეველთა ქვეყანა და ხარანში დასახლდა. მამამისის სიკვდილის შემდეგ+ კი ღმერთმა ამ ქვეყანაში გადმოასახლა, სადაც თქვენ ცხოვრობთ.+  მართალია, ამ ქვეყანაში ღმერთს მისთვის ტერფისოდენა სამკვიდროც კი არ მიუცია, მაგრამ დაჰპირდა, რომ დაამკვიდრებინებდა ამ ქვეყანას, მასაც და მის შთამომავლებსაც,+ თუმცა იმ დროს შვილი არ ჰყავდა.  ღმერთმა ისიც უთხრა, რომ მისი შთამომავლები სხვების მიწას შეეხიზნებოდნენ; დაიმონებდნენ მათ და 400 წელი დაჩაგრავდნენ.+  „იმ ერს, რომელიც მათ დაიმონებს, მე გავასამართლებ,+ — თქვა ღმერთმა. — შემდეგ გამოვლენ იქიდან და ამ ადგილას მემსახურებიან“.+  მან წინადაცვეთის შეთანხმებაც+ დაუდო მას, და როცა აბრაამს ისაკი შეეძინა,+ მერვე დღეს წინადაცვითა.+ ისაკს იაკობი შეეძინა, იაკობს კი — 12 მამამთავარი*.  მამამთავრებს იოსებისა შეშურდათ+ და ეგვიპტეში გაყიდეს.+ მაგრამ ღმერთი იყო მასთან,+ 10  ყველა გასაჭირისგან იხსნა და მადლი და სიბრძნე მისცა; ეს ეგვიპტის მეფემ, ფარაონმაც, დაინახა და თავისი სასახლისა და მთელი ეგვიპტის გამგებლად დანიშნა იგი.+ 11  მერე ეგვიპტესა და ქანაანში შიმშილობა ჩამოვარდა, დიდი გასაჭირი დადგა. ჩვენი მამა-პაპა საზრდოს ვერ შოულობდა.+ 12  გაიგო იაკობმა, რომ საკვები ეგვიპტეში იშოვებოდა და გაგზავნა ჩვენი მამა-პაპა.+ 13  როცა მეორედ ჩავიდნენ, იოსებმა ძმებს თავისი ვინაობა გაუმხილა; ფარაონმაც შეიტყო იოსების ოჯახის შესახებ.+ 14  შეუთვალა იოსებმა მამამისს, იაკობს, რომ წამოსულიყო ქანაანიდან ისიც და მთელი მისი სანათესავოც,+ სულ 75 სული.+ 15  ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში.+ იქ გარდაიცვალნენ+ ისიც და ჩვენი მამა-პაპაც.+ 16  ისინი შექემში გადაასვენეს და დაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა ხამორის ვაჟებისგან იყიდა ვერცხლის ფულით.+ 17  ახლოვდებოდა ღვთის მიერ აბრაამისთვის მიცემული დანაპირების შესრულების დრო და ისრაელები ეგვიპტეში რიცხობრივად იზრდებოდნენ. 18  მერე ეგვიპტის ტახტზე სხვა მეფე ავიდა, რომელიც იოსებს არ იცნობდა.+ 19  ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს ხალხს; აიძულებდა მამებს, მიეტოვებინათ თავიანთი ჩვილები, რომ დახოცილიყვნენ.+ 20  სწორედ იმ დროს დაიბადა მოსე, უჩვეულოდ ლამაზი ბავშვი. მას სამი თვე უვლიდნენ მამამისის სახლში,+ 21  ხოლო, როცა დატოვეს,+ ფარაონის ქალიშვილმა წაიყვანა და საკუთარი შვილივით გაზარდა.+ 22  განისწავლა მოსე ეგვიპტელთა სიბრძნით. ის ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში.+ 23  ერთხელ მოსე თავისი მოძმეების, ისრაელების, სანახავად წავიდა; მაშინ ის 40 წლისა იყო.+ 24  დაინახა, რომ ერთ ებრაელს ერთი ეგვიპტელი უსამართლოდ ექცეოდა; გამოესარჩლა მას, შური იძია და მოკლა ეგვიპტელი. 25  ეგონა, მიხვდებოდნენ მისი მოძმენი, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ. 26  მეორე დღეს, როცა ის ებრაელებთან მივიდა, დაინახა, რომ ერთი ებრაელი მეორეს ეჩხუბებოდა. ის მათ შერიგებას შეეცადა: „ძმები არა ხართ?! რა გაჩხუბებთ?!“ 27  მან, ვინც თავის მოძმეს ეჩხუბებოდა, ხელი ჰკრა მოსეს და უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს მმართველად და მოსამართლედ? 28  ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი გუშინ?“ 29  ამის გაგონებაზე მოსე გაიქცა და მიდიანის მიწას შეაფარა თავი, სადაც ორი ვაჟი შეეძინა.+ 30  40 წლის შემდეგ მას უდაბნოში, სინაის მთასთან, ცეცხლმოდებული ეკლიანი ბუჩქის ალში ანგელოზი გამოეცხადა.+ 31  გაოცდა მოსე და, როცა ახლოს მისვლა დააპირა, იეჰოვას* ხმა შემოესმა: 32  „მე ვარ შენი წინაპრების, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთი“.+ მოსე კანკალმა აიტანა და ახლოს მისვლა ვერ გაბედა. 33  იეჰოვამ* უთხრა: „გაიხადე სანდლები, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ. 34  ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ტანჯვა, გავიგონე მათი კვნესა+ და ჩამოვედი მათ დასახსნელად. ამიტომ გგზავნი ეგვიპტეში“. 35  მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს, ვინ დაგაყენა ჩვენს მმართველად და მოსამართლედო,+ ღმერთმა მმართველად და მხსნელად გაგზავნა+ იმ ანგელოზის მეშვეობით, ეკლიან ბუჩქში რომ ეჩვენა. 36  სწორედ მან გამოიყვანა ისინი.+ 40 წელი+ სასწაულებსა და საკვირველებებს ახდენდა ეგვიპტეში,+ წითელ ზღვასთან+ და უდაბნოში. 37  ეს ის მოსეა, რომელმაც ისრაელებს უთხრა: „ღმერთი თქვენს მოძმეთაგან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს“.+ 38  ეს ისაა, ვინც უდაბნოში ისრაელებთან, ჩვენს მამა-პაპასთან და იმ ანგელოზთან+ ერთად იყო, რომელიც მას სინაის მთაზე ელაპარაკა,+ და ის, ვინც ცოცხალი, წმინდა სიტყვები მიიღო თქვენთვის გადმოსაცემად.+ 39  არ დაემორჩილა მას ჩვენი მამა-პაპა, არად ჩააგდეს იგი+ და გული ისევ ეგვიპტისკენ მიუწევდათ;+ 40  აარონს ეუბნებოდნენ, გაგვიკეთე ღმერთები, რომ წაგვიძღვნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანაო.+ 41  გააკეთეს ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეხაროდნენ თავიანთ ნახელავს.+ 42  ამიტომაც შეაქცია მათ ღმერთმა ზურგი და თავიანთ ნებაზე მიუშვა, რომ თაყვანი ეცათ ცის ლაშქრისთვის,+ როგორც ეს წინასწარმეტყველთა წიგნში წერია: „განა ჩემთვის მოგქონდა მსხვერპლი და შესაწირავი უდაბნოში 40 წელი, ისრაელო?! 43  მოლოქის+ კარავსა და ღმერთ რომფას ვარსკვლავს დაატარებდი, კერპებს აკეთებდი და ეთაყვანებოდი. ამიტომ ბაბილონს იქით გადაგასახლებ“.+ 44  ჩვენს მამა-პაპას უდაბნოში მოწმობის კარავი ჰქონდა, რომელიც მათ იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთეს, ღმერთმა მოსეს რომ ახილვინა.+ 45  ჩვენს მამა-პაპას კარავი მემკვიდრეობით გადაეცა; მათ ის იესო ნავეს ძესთან ერთად იმ ხალხთა მიწაზე შეიტანეს,+ რომლებიც ღმერთმა ჩვენს მამა-პაპას მოაშორა.+ კარავი იქ დავითის დრომდე იყო. 46  დავითმა წყალობა პოვა ღვთის თვალში და შეევედრა, პატივი ებოძებინა მისთვის და სამყოფელი მოეწყო იაკობის ღვთისთვის,+ 47  მაგრამ მას სოლომონმა აუშენა ტაძარი;+ 48  თუმცა უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს;+ ამას წინასწარმეტყველიც ამბობს: 49  „ზეცა ჩემი ტახტია+ და დედამიწა — ფეხსადგამი.+ როგორ ტაძარს ამიშენებთ?! — ამბობს იეჰოვა*. — ან სადაა ჩემი მოსასვენებელი ადგილი?! 50  განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?!“+ 51  ჯიუტებო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ თქვენი წინაპრებივით ყოველთვის ეურჩებოდით წმინდა სულს!+ 52  რომელ წინასწარმეტყველს არ დევნიდა თქვენი მამა-პაპა?!+ ხოცავდნენ მათ, ვინც წინასწარ აუწყებდა იმ მართალი კაცის მოსვლას,+ ვინც თქვენ გაეცით და მოკალით,+ 53  თქვენ, ვინც ანგელოზების მიერ გადმოცემული კანონი მიიღეთ,+ მაგრამ არ დაიცავით». 54  ამას რომ ისმენდნენ, რისხდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ. 55  სტეფანემ, წმინდა სულით სავსემ, ცაში აიხედა, დაინახა ღვთის დიდება და მის მარჯვნივ მდგომი იესო+ 56  და თქვა: „ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს,+ ღვთის მარჯვნივ მდგომს!“+ 57  ამის გაგონებაზე მთელი ხმით აყვირდნენ, ხელები ყურებზე მიიფარეს და ყველანი ერთბაშად მისცვივდნენ მას, 58  ქალაქიდან გაათრიეს და ჩაქოლვა დაუწყეს.+ ცრუმოწმეებმა+ თავიანთი მოსასხამები ერთი ახალგაზრდის, სავლეს,+ ფეხებთან დააწყვეს. 59  ქვებს რომ ესროდნენ სტეფანეს, ის უფალს შეევედრა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული*“. 60  შემდეგ მუხლებზე დაეცა და ხმამაღლა დაიძახა: „იეჰოვა*, ნუ მოჰკითხავ მათ ამ ცოდვას!“+ ეს თქვა და განისვენა.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ისაკმა იაკობი წინადაცვითა, იაკობმა კი — 12 მამამთავარი“.
ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).