მოციქულთა საქმეები 5:1—42

  • ანანია და საფირა (1—11).

  • მოციქულები მრავალ სასწაულს ახდენენ (12—16).

  • დაპატიმრება და გათავისუფლება (17—21ა).

  • კვლავ სინედრიონის წინაშე (21ბ—32).

    • ღვთისადმი მორჩილება ადამიანთა მორჩილებაზე უპირატესია (29).

  • გამალიელის რჩევა (33—40).

  • კარდაკარ ქადაგება (41, 42).

5  ერთმა კაცმა ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ მიწა გაყიდეს.  ანანიამ აღებული თანხიდან ნაწილი გადამალა, რის შესახებაც ცოლმაც იცოდა; მან მოციქულებს მხოლოდ თანხის ნაწილი მიუტანა.+  პეტრემ უთხრა: „ანანია, როგორ მოატყუებინე+ თავი სატანას, რამ გაგაბედინა წმინდა სულის+ მოტყუება და აღებული თანხიდან ნაწილის გადამალვა?!  შენი არ იყო ის მიწა, და ის ფულიც, იმ მიწაში რომ აიღე?! რატომ ჩაიდე გულში ასეთი რამ? შენ ადამიანების კი არა, ღვთის მოტყუებას შეეცადე“.  ამ სიტყვების მოსმენისთანავე ანანია დაეცა და მოკვდა. ვინც ეს ამბავი გაიგო, ყველას ძალიან შეეშინდა.  წამოდგნენ ბიჭები, სახვევებში გაახვიეს ის, გარეთ გაიტანეს და დამარხეს.  დაახლოებით სამ საათში მისი ცოლი მოვიდა. მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.  პეტრემ ჰკითხა: „მითხარი, ამდენად გაყიდეთ მიწა?“ მან უპასუხა: „დიახ, ამდენად“.  მაშინ პეტრემ უთხრა: „რატომ მოილაპარაკეთ, რომ იეჰოვა* გამოგეცადათ? შენი ქმრის დამმარხველნი კარს მოადგნენ და შენც გაგიტანენ!“ 10  ქალი მაშინვე მის ფეხებთან დაეცა და მოკვდა. როცა ის ბიჭები შემოვიდნენ და ნახეს, რომ მკვდარი იყო, ისიც გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11  მთელი კრება და ყველა, ვინც ამის შესახებ შეიტყო, შიშმა მოიცვა. 12  მოციქულები კვლავაც მრავალ სასწაულს ახდენდნენ.+ ისინი სოლომონის სვეტებიან დერეფანში+ იკრიბებოდნენ ხოლმე. 13  ვერავინ ბედავდა, რომ მათ შეერთებოდა, თუმცა ხალხი დიდი პატივისცემით ლაპარაკობდა მათზე. 14  უფლის მორწმუნეთა რიცხვი იზრდებოდა; მათ რიგებს კაცებიც ემატებოდნენ და ქალებიც.+ 15  ავადმყოფები მთავარ ქუჩებში გამოჰყავდათ და საწოლებსა და საკაცეებზე აწვენდნენ, რომ რომელიმე მათგანს ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა.+ 16  იერუსალიმის გარშემო მდებარე ქალაქებიდანაც მოდიოდა დიდძალი ხალხი, მოჰყავდათ ავადმყოფები და უწმინდური სულებით გაწამებულები, და ყველანი იკურნებოდნენ. 17  ადგნენ შურით აღვსილი მღვდელმთავარი და მისი თანმხლები სადუკეველთა სექტის წევრები, 18  შეიპყრეს მოციქულები და საპატიმროში ჩაყარეს.+ 19  ღამით იეჰოვას* ანგელოზმა საპატიმროს კარები გააღო,+ გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20  „წადით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის შესახებ“. 21  ამის შემდეგ, გამთენიისას, ისინი ტაძარში შევიდნენ და ქადაგება დაიწყეს. როცა მღვდელმთავარი და მისი თანმხლებნი შეიკრიბნენ, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელთა უხუცესები და მოციქულების მოსაყვანად მცველები გაგზავნეს საპატიმროში. 22  მცველებს მოციქულები იქ აღარ დახვდნენ; ამიტომ უკან დაბრუნდნენ და შეატყობინეს: 23  „საპატიმრო ჩაკეტილი იყო და მცველებიც კარებთან იდგნენ, მაგრამ, როცა კარი გავაღეთ, იქ არავინ დაგვხვდა“. 24  ამის გაგონებაზე უფროსი მღვდლები და ტაძრის მცველთა უფროსი საგონებელში ჩაცვივდნენ; ფიქრობდნენ, ნეტა ამას რა მოჰყვებაო. 25  ამ დროს ერთი კაცი მოვიდა და აცნობა: „ის კაცები, თქვენ რომ საპატიმროში ჩაყარეთ, ტაძარში არიან და ხალხს უქადაგებენ“. 26  მაშინ მცველთა უფროსმა და მისმა ხელქვეითებმა მოიყვანეს ისინი, თუმცა ძალა არ გამოუყენებიათ; ეშინოდათ, ხალხმა არ ჩაგვქოლოსო.+ 27  დააყენეს ისინი სინედრიონის წინაშე. მღვდელმთავარმა დაჰკითხა ისინი 28  და უთხრა: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით,+ თქვენ კი თქვენი სწავლებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, რომ ამ კაცის სისხლი ჩვენ მოგვეკითხოს“.+ 29  პეტრემ და სხვა მოციქულებმა მიუგეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს.+ 30  ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაკიდეთ და მოკალით.+ 31  ღმერთმა აამაღლა ის და მეთაურად+ და მხსნელად+ დასვა თავის მარჯვნივ,+ რათა ისრაელებს მოენანიებინათ და ღმერთს მათთვის ცოდვები ეპატიებინა.+ 32  ამის მოწმენი ვართ ჩვენ+ და წმინდა სული,+ რომელიც ღმერთმა მისცა მათ, ვინც მას ემორჩილება როგორც მმართველს“. 33  ამის გაგონებაზე ისინი აღშფოთდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს, 34  მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი,+ კანონის მასწავლებელი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, და ბრძანა, ისინი ცოტა ხნით გარეთ გაეყვანათ. 35  შემდეგ მათ მიმართა: „ისრაელებო, სანამ რამეს დაუპირებთ ამ ხალხს, დაფიქრდით. 36  ამას წინათ, თევდა რომ გამოჩნდა, რომელსაც თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, ბევრი შეუერთდა, დაახლოებით 400 კაცი, მაგრამ მოკლეს ის და დაიფანტნენ მისი მიმდევრები და ჩაიშალა მათი გეგმები. 37  მერე, აღწერის დროს, გალილეელი იუდა გამოჩნდა და მანაც აიყოლია ხალხი, მაგრამ ისიც დაიღუპა და მისი მიმდევრებიც დაიფანტნენ. 38  ამიტომ ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ. თუ ეს ზრახვა ან საქმე ადამიანთაგანაა, ჩაიშლება, 39  მაგრამ, თუ ღვთისგანაა, თქვენ მათ ვერაფერს დააკლებთ;+ ფრთხილად იყავით, რომ ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები არ გამოხვიდეთ“.+ 40  მათაც დაუჯერეს. მერე მოუხმეს მოციქულებს, სცემეს,+ უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. 41  წავიდნენ ისინი სინედრიონიდან და უხაროდათ,+ რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. 42  ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე+ ტაძარში და კარდაკარ.+

სქოლიოები