იგავები 21:1—31

  • მეფის გული იეჰოვას ხელშია (1).

  • სამართლიანობა მსხვერპლზე უკეთესია (3).

  • მუყაითის გეგმები შესრულდება (5).

  • ვინც საწყლის ჩივილზე ყურს დაიხშობს, მასაც არავინ გასცემს პასუხს (13).

  • სიბრძნით იეჰოვას ვერავინ დაუპირისპირდება (30).

21  მეფის გული იეჰოვას ხელში წყლის ნაკადივითაა;+საითაც უნდა, იქით მიუშვებს.+   კაცს ყველა გზა სწორი ეჩვენება,+გულის ზრახვებს კი იეჰოვა ამოწმებს.+   სიმართლე და სამართლიანობაიეჰოვასთვის მსხვერპლზე სასურველია.+   ამპარტავანი თვალები და ქედმაღალი გული,ბოროტთათვის ლამპარივით რომ არის, ცოდვაა.+   მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება,+მოჩქარე კი გაღარიბდება.+   ცრუ ენით მოხვეჭილი განძინისლივით ქრება და სასიკვდილო მახესავითაა*.+   ბოროტებს მათივე ძალადობა წალეკავს,+რადგან სამართლის ქმნა არ სურთ.   დამნაშავის გზა მრუდეა,სუფთა კაცის საქმეები კი მართალია.+   ბანის კუთხეში ცხოვრება სჯობიაანჩხლ ცოლთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.+ 10  ბოროტს ბოროტება სწადია;+ის მოძმეს არ სწყალობს.+ 11  დამცინავს რომ დასჯი, გამოუცდელი დაბრძენდება;ბრძენი რომ გამჭრიახობას მოუხმობს, მიხვდება, როგორ მოიქცეს.+ 12  მართალი* აკვირდება ბოროტის სახლს;ბოროტებს უბედურებას დაატეხს თავს.+ 13  ვინც საწყლის ჩივილზე ყურს დაიხშობს,თავადაც დაიწყებს ჩივილს, მაგრამ არავინ მიაქცევს ყურადღებას.+ 14  ფარულად მირთმეული ძღვენი რისხვას აცხრობს+და მალულად მიცემული ქრთამი — მძვინვარებას. 15  მართალს სამართლის ქმნა ახარებს,+ბოროტს კი სამართლის ქმნა სძულს. 16  ვინც გამჭრიახობას აღარ ავლენს,მკვდართა შორის აღმოჩნდება.+ 17  დროსტარების მოყვარული გაღარიბდება;+ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება. 18  ბოროტი მართლის გამოსასყიდია,ვერაგი — სიმართლის მოყვარულისა.+ 19  უდაბნოში ცხოვრება სჯობიაანჩხლ და ფხუკიან ცოლთან ცხოვრებას.+ 20  ძვირფასი განძი და ზეთი ბრძენის სახლშია,+სულელი კი ანიავებს თავის ქონებას.+ 21  ვინც სიმართლისა და სიყვარულისკენ* ისწრაფვის,სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს.+ 22  ბრძენი ძლიერის ქალაქშიც კი შეაღწევსდა დაამხობს მის საიმედო ციხესიმაგრეს.+ 23  ბაგეებისა და ენის შემკავებელითავს საფრთხეში არ ჩაიგდებს.+ 24  კადნიერს, ქედმაღალსა და მკვეხარას ეძახიან კაცს,რომელიც თავზე ხელაღებულია და თავხედურად იქცევა.+ 25  ზარმაცს თავისი წადილი გადაიყოლებს,რადგან მის ხელს საქმის კეთება არ უნდა.+ 26  ის მთელი დღე რაღაცას ეხარბება,მართალი კი უხვად გასცემს.+ 27  ბოროტის მსხვერპლი საძულველია,+ მით უმეტეს, თუ ავი განზრახვითაა შეწირული. 28  ცრუმოწმე დაიღუპება,+მომსმენი კაცი კი სიმართლეს ილაპარაკებს. 29  ბოროტი მედიდურად იყურება,+მართალი კი სწორ გზას ადგას.+ 30  სიბრძნით, გამჭრიახობითა და ჩანაფიქრით იეჰოვას ვერავინ დაუპირისპირდება.+ 31  ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ,+ხსნა კი იეჰოვასგანაა.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „სიკვდილის მძებნელთათვისაა“.
იგულისხმება ღმერთი.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).