იგავები 20:1—30

  • „ღვინო დამცინავია“ (1).

  • „ზარმაცი ზამთარში არ ხნავს“ (4).

  • „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია“ (5).

  • აღთქმას ნაჩქარევად ნუ დადებ (25).

  • „ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა“ (29).

20  ღვინო დამცინავია,+ მათრობელი სასმელი —თავშეუკავებელი;+ ვინც მათ გამო გზას ასცდა, უგუნურია.+   მეფის მრისხანება ლომის ბრდღვინვასავითაა;+ვინც მას განარისხებს, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს.+   დავისგან თავის შეკავება ღირსეული საქციელია,+უგუნური კი დავაში ებმება.+   ზარმაცი ზამთარში არ ხნავს,მკის დროს კი, როცა არაფერი ექნება, მათხოვრობას დაიწყებს*.+   კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია,გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას.   თავის სიკეთეზე* ბევრი ლაპარაკობს,მაგრამ ერთგულ კაცს სად ნახავ?!   მართალი უმწიკვლოდ* დადის;+ ბედნიერნი არიან მისი შვილები.+   როცა მეფე სასამართლო ტახტზე ზის,+თვალებით ჭვრეტს ყოველგვარ ბოროტებას.+   ვინ იტყვის, გული გავისუფთავე+და ცოდვილი აღარ ვარო?!+ 10  სძულს იეჰოვას არაზუსტი საწონიცდა მატყუარა საწყაოც.+ 11  ბავშვის საქციელიდანაც კი ჩანს,წრფელი და მართალია თუ არა იგი.+ 12  ყურს ესმის და თვალი ხედავს;ერთიცა და მეორეც იეჰოვას შექმნილია.+ 13  ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღარიბდები.+ გაახილე თვალები და პურით დანაყრდები.+ 14  არ ვარგა, არ ვარგაო, ამბობს მყიდველი;შემდეგ წავა და ტრაბახს მოჰყვება.+ 15  ოქროც არსებობს და მარჯანიც მრავლად არის,მაგრამ ცოდნით მეტყველ ბაგეებს ვერაფერი შეედრება.+ 16  აიღე მისი სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგება;+გირაო იმ შემთხვევაშიც გამოართვი მას, თუ თავდებად უცხოელ ქალს დაუდგება.+ 17  კაცს ეგემრიელება მზაკვრობით შეძენილი პური,მაგრამ ბოლოს ღორღით გაევსება პირი.+ 18  რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება;+ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება.+ 19  ცილისმწამებელი დადის და საიდუმლოს ამხელს;+ჭორიკანას ნუ გაეკარები. 20  დედ-მამის დამაწყევარსდაღამებისას ლამპარი ჩაუქრება.+ 21  სიხარბით მოხვეჭილი მემკვიდრეობაკურთხეული არ იქნება.+ 22  ნუ იტყვი, ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო.+ იეჰოვას მიენდე+ და ის გადაგარჩენს.+ 23  არაზუსტი საწონი სძულს იეჰოვას;მატყუარა სასწორი არ ვარგა. 24  კაცის ნაბიჯებს იეჰოვა წარმართავს;+კაცი თავისით როგორ გაიგნებს გზას?! 25  კაცი, რომელიც ნაჩქარევად ამბობს, წმინდააო+ და აღთქმის დადების შემდეგ იწყებს ფიქრს, მახეში ებმება.+ 26  ბრძენი მეფე ბოროტებს ცხრილში ატარებს;+კევრს გადაატარებს მათ.+ 27  კაცის სუნთქვა იეჰოვას ლამპარია,რომელიც მის ბუნებას ააშკარავებს. 28  სიკეთე* და ერთგულება იცავს მეფეს;+ის თავის ტახტს სიკეთით* განამტკიცებს.+ 29  ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა,+მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა.+ 30  დაჟეჟილობა და ჭრილობა კაცისგან ბოროტებას დევნის+და ცემა წმენდს მის ბუნებას.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „მკის დროს კი ძებნას დაიწყებს, მაგრამ ვერაფერს იშოვის“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).