არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქალთა უსაფრთხოება – მნიშვნელოვანია ღვთისთვის?

ქალთა უსაფრთხოება – მნიშვნელოვანია ღვთისთვის?

 დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. თუ თქვენც გამოგიცდიათ მსგავსი რამ, გახსოვდეთ, რომ ღვთისთვის ეს შეუმჩნეველი არ არის და ის აუცილებლად მიიღებს ზომებს ძალადობის აღმოსაფხვრელად.

 „Ბავშვობაში ჩემი ძმა ყოველდღე მაყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გათხოვების შემდეგ დედამთილი მაყენებდა შეურაცხყოფას, მამამთილი კი მონასავით მექცეოდა. არაერთხელ მიფიქრია თვითმკვლელობაზე“ (Მადუ a, ინდოეთი).

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ქალებზე ძალადობა მთელ მსოფლიოში საყოველთაოდაა გავრცელებული. ამ ორგანიზაციის შეფასებით, თითქმის ყოველი სამი ქალიდან ერთი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება.

 თუ თქვენც გამოგიცდიათ მსგავსი რამ, ალბათ თავს უსაფრთხოდ არასდროს გრძნობთ. Შეიძლება ასეთმა დამოკიდებულებამ ისეთი აზრი ჩამოგიყალიბათ, რომ ქალების ბედი არავის ანაღვლებს, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობს ღმერთი ამ საკითხზე.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთისთვის სულერთი არ არის ქალების უსაფრთხოება.

Რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ქალებზე?

 ბიბლიური მუხლი: „[ღმერთმა] კაცი და ქალი შექმნა“ (დაბადება 1:27).

 Რას ნიშნავს ეს სიტყვები: კაციც და ქალიც ღმერთმა შექმნა და მის თვალში ორივე იმსახურებს დაფასებას. ღმერთი ქმრისგან მოელის, რომ „ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“, Რაც თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ მან ცოლს თავისუფალი ნება შეუზღუდოს, მით უმეტეს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფით (ეფესოელები 5:33; კოლოსელები 3:19). ფაქტია, რომ ღვთისთვის სულერთი არ არის ქალების უსაფრთხოება.

 „Ბავშვობაში ნათესავები მაყენებდნენ სექსუალურ შეურაცხყოფას. 17 წლისას უფროსი დამემუქრა, რომ სამსახურიდან გამაგდებდა, თუ მასთან სექსი არ მექნებოდა. Ზრდასრულ ასაკში უკვე ქმარი, მშობლები და მეზობლები მამცირებდნენ. Მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა, b დიდ პატივს სცემს ქალებს. დავრწმუნდი, რომ მას ვუყვარვარ და ძვირფასი ვარ მისთვის“ (Მარია, არგენტინა).

Რა დაგეხმარებათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში?

 ბიბლიური მუხლი: „Ზოგი მეგობარი ძმაზე ერთგულია“ (იგავები 18:24).

 Რას ნიშნავს ეს სიტყვები: ნამდვილ მეგობარს შეუძლია დახმარების აღმოჩენა. თქვენი გრძნობები სანდო ადამიანს გაუზიარეთ, თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის დამხმარე იქნება.

 „20 წელი არავის ვეუბნებოდი იმის შესახებ, რომ სექსუალური შეურაცხყოფა მომაყენეს. ამის გამო დეპრესიული გავხდი და თავს უბედურად ვგრძნობდი. Მაგრამ ბოლოს, როცა ჩემი გრძნობები სანდო ადამიანს გავუზიარე, საოცარი შვება ვიგრძენი“ (ელიფი, თურქეთი).

 ბიბლიური მუხლი: „ყველა თქვენი საწუხარი . . . [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთი გვისმენს, როცა ვლოცულობთ (ფსალმუნი 55:22; 65:2). ის ზრუნავს თქვენზე და სურს დაგარწმუნოთ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ.

 „იეჰოვას გაცნობა ღრმა ემოციური ჭრილობების მოშუშებაში დამეხმარა. ახლა შემიძლია ღმერთს ლოცვის მეშვეობით გული გადავუშალო. ის ჩემი მეგობარია, რომელსაც კარგად ესმის, რასაც განვიცდი“ (ანა, ბელიზი).

რას გააკეთებს ღმერთი ქალების უსაფრთხოებისთვის?

 ბიბლიური მუხლი: „[იეჰოვა] შენ გაუჩენ სამართალს ობოლსა და ჩაგრულს, რათა ვეღარ შეაშინოს ისინი დედამიწის მკვიდრმა, მოკვდავმა კაცმა“ (ფსალმუნი 10:17, 18).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ყველანაირ უსამართლობას, მათ შორის ქალების შეურაცხყოფას და ძალადობას. . .

 „დიდი შვება ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ იეჰოვა წერტილს დაუსვამს ყველანაირ ბოროტებას; აღარც პატარა გოგონები გახდებიან ძალადობის მსხვერპლი და აღარც ქალები. შედეგად, Შინაგანი სიმშვიდე დამეუფლა“ (რობერტა, მექსიკა).

 გაიგეთ, რა იმედს გვაძლევს ბიბლია და რატომ უნდა ვენდოთ მის დაპირებებს; თუ გსურთ, მასში ჩაწერილმა ინფორმაციამ განუგეშოთ და შვება მოგგვაროთ, სთხოვეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს, რომ მოგაკითხოთ. შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ, ვინც ეს ინფორმაცია გაგიზიარათ.

 ჩამოტვირთეთ ამ სტატიის PDF ვერსია.

a სახელები შეცვლილია.

b იეჰოვა ღვთის საკუთარი სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?