არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეიძლება სანდო რჩევების პოვნა?

სად შეიძლება სანდო რჩევების პოვნა?

ჩვენ საკმაოდ ცვალებად დროში გვიწევს ცხოვრება. Რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ რაც დღეს ყველასთვის სწორია, ხვალ არასწორად არ ჩაითვლება? Როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი არჩევანი ყოველთვის სასიკეთო შედეგებს მოგვიტანს?

Ბიბლია გვეხმარება, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც სანანებელი არასდროს გაგვიხდება. Რატომ ვამბობთ ამას ასე დარწმუნებით? იმიტომ, რომ ბიბლია ჩვენი შემოქმედის, ღვთის, სიტყვაა და მან ყველაზე უკეთ იცის, რა გვაგრძნობინებს თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ.

„მან გითხრა . . . რა არის კარგი“ (მიქა 6:8).

ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ რჩევებს, რადგან „სანდოა ისინი, ახლაც და მარადიულადაც“ (ფსალმუნი 111:8).

ნამდვილად ღირს, თავად დარწმუნდეთ, Რამდენად პრაქტიკულია ბიბლიური რჩევები ამ ცვალებად მსოფლიოში.