არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწორი თუ არასწორი — არჩევანი, რომლის წინაშეც ყველანი ვდგებით

სწორი თუ არასწორი — არჩევანი, რომლის წინაშეც ყველანი ვდგებით

როგორ მოიქცევით, თუ ისეთ ადგილას გეგმავთ წასვლას, სადაც არასდროს ყოფილხართ?

  1. 1. საკუთარ ინტუიციას დაეყრდნობით და ისე გაუყვებით გზას.

  2. 2. სხვებს გაჰყვებით იმ იმედით, რომ სწორ ადგილას მიგიყვანენ.

  3. 3. ჩახედავთ სანავიგაციო სისტემას, რუკას ან გზას ჰკითხავთ სანდო მეგობარს, რომელიც იქ ნამყოფია.

პირველი ორი ვარიანტი ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ დანიშნულების ადგილს მიაღწევთ. მაგრამ თუ მესამე ვარიანტს აირჩევთ, სასურველ ადგილას უსათუოდ მოხვდებით.

ცხოვრება რაღაცით მოგზაურობას ჰგავს. ყველას გვინდა, ჩვენი დანიშნულების ადგილს — ბედნიერებას — მივაღწიოთ. შევძლებთ თუ არა ამას, იმაზეა დამოკიდებული, რა კურსს ავირჩევთ გადაწყვეტილებების მიღებისას.

მართალია, ყველა გადაწყვეტილება არ ცვლის ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ ზოგი მეტად მნიშვნელოვანია. ამა თუ იმ საკითხში ჩვენი არჩევანი აჩვენებს, რა ფასეულობები გვაქვს და რას ვთვლით სწორად და არასწორად. შესაბამისად, ჩვენი არჩევანი დადებითად ან უარყოფითად იმოქმედებს ჩვენზე და ჩვენს ახლობლებზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

  • სექსი და ქორწინება

  • სამუშაო და ფული

  • შვილების აღზრდა

  • სხვებისადმი დამოკიდებულება

როგორ მივხვდეთ, რომ ამ საკითხებში მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენი და ჩვენი ოჯახის ბედნიერებას მოემსახურება?

რა მოგვცემს სწორ მიმართულებას?

ამ ჟურნალში ვიმსჯელებთ, რატომ არის ბიბლია ცხოვრებისეულ საკითხებში სანდო სახელმძღვანელო.