მეორე წერილი კორინთელების მიმართ 9:1—15

  • გაცემის საფუძველი (1—15).

    • „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (7).

9  საჭირო არ არის წმინდების დახმარების*+ შესახებ რაიმე მოგწეროთ,  რადგან ვიცი თქვენი მზადყოფნა და მაკედონელთა წინაშეც ვამაყობ, აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი დასახმარებლად; და თქვენმა გულმოდგინებამ მათი უმრავლესობა წაახალისა.  ძმებს კი მაინც გიგზავნით, რომ, როცა მოვალ, ისე არ გამოვიდეს, თითქოს ტყუილად ვამაყობდით თქვენით და მზად იყოთ, როგორც ვამბობდი კიდეც თქვენზე.  თორემ მაკედონელები ჩემთან ერთად თუ მოვლენ და მოუმზადებლებს გნახავენ, თქვენზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩვენ შევრცხვებით, ასეთ ნდობას რომ გიცხადებდით.  ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, მეთხოვა ძმებისთვის, წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენ მიერ დაპირებული გულუხვი ძღვენი, რათა ჩვენი ჩამოსვლისთვის მზად გქონდეთ ის; ამგვარად ცხადყოფთ, რომ გულით იღებთ მას და არა ძალდატანებით.  გახსოვდეთ: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად იმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად იმკის.+  თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, და არა უხალისოდ ან ნაძალადევად,+ რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს.+  უფრო მეტიც, ღმერთს შეუძლია დიდი წყალობა გამოიჩინოს თქვენ მიმართ, რათა აუცილებელი არაფერი გაკლდეთ და ყოველივე უხვად გქონდეთ ყოველი კარგი საქმის საკეთებლად+  (როგორც დაწერილია: „მან გულუხვად გასცა, შეეწია ღარიბს; მარადიულია მისი სიმართლე“.+ 10  ის, ვინც უხვად აძლევს თესლს მთესველს და იძლევა პურს საჭმელად, თქვენც მოგცემთ თესლს დასათესად და თანაც უხვად, და მისი შეწევნით უხვად მოიმკით თქვენი სიმართლის ნაყოფს). 11  ყველაფერში მდიდრდებით, რომ ყოველმხრივ ხელგაშლილნი იყოთ, რათა თქვენი ძღვენი გახდეს ღვთისადმი მადლიერების მიზეზი, როცა მას ჩავიტანთ, 12  რადგან მსახურება, რომელსაც სხვების დასახმარებლად ეწევით, მხოლოდ წმინდათა საჭიროებების დაკმაყოფილებას+ კი არ ემსახურება, არამედ იმასაც, რომ მრავალმა შესწიროს მადლობა ღმერთს. 13  ისინი ღმერთს განადიდებენ, რადგან თქვენი მოქმედებით იმას ცხადყოფთ, რომ ემორჩილებით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას, რომელსაც სახალხოდ აცხადებთ, და უხვად იღებთ შესაწირავს როგორც მათთვის, ისე სხვებისთვის.+ 14  ისინი თქვენთვის ილოცებენ და თქვენი სიყვარულით განიმსჭვალებიან იმ აღმატებული წყალობის გამო, რაც ღვთისგან გაქვთ. 15  მადლობა ღმერთს ძღვნისთვის, რომლის ფასსაც ენა ვერ აღწერს!

სქოლიოები

ბერძნ. „დიაკონია“, რომლის ძირითადი მნიშვნელობაა „მსახურება“ ან „ღვთის მსახურება“.