პირველი წერილი კორინთელების მიმართ 16:1—24

  • შეწირულობის შეგროვება იერუსალიმელი ქრისტიანებისთვის (1—4).

  • პავლეს მისიონერული მოგზაურობის გეგმები (5—9).

  • ტიმოთესა და აპოლოსის მომავალი სტუმრობა (10—12).

  • მოწოდებები და მოკითხვები (13—24).

16  რაც შეეხება წმინდებისთვის შეწირულობის შეგროვებას,+ თქვენც იმ მითითებებს მიჰყევით, რაც გალატიის კრებებს მივეცი.  თითოეულმა თქვენგანმა ყოველი კვირის პირველ დღეს გადადოს იმდენი, რამდენის საშუალებაც აქვს, რათა ჩემი ჩამოსვლისას არ დაიწყოთ შეგროვება.  როცა მოვალ, იმ ძმებს, რომელთაც კარგად ახასიათებდით წერილებში,+ გავგზავნი იერუსალიმში თქვენი ძღვნის წასაღებად,  და, თუ ჩემი წასვლაც გახდება საჭირო, ერთად წავალთ.  თქვენთან მაშინ მოვალ, როცა მაკედონიას გავივლი, რადგან იქ ვაპირებ გავლას.+  ალბათ, ცოტა ხნით გავჩერდები თქვენთან და შეიძლება გამოვიზამთრო კიდეც. შემდეგ კი, წასვლას რომ დავაპირებ, ჩემს გაცილებასაც შეძლებთ.  არ მინდა, მხოლოდ გავლით გნახოთ, არამედ ვიმედოვნებ, რომ, თუ იეჰოვა* ინებებს, რაღაც დროით დავრჩები თქვენთან.+  ეფესოში+ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე დავრჩები,  რადგან მსახურებისთვის ფართოდ გამეხსნა კარი,+ თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად არიან. 10  ტიმოთე+ თუ მოვა, თავი თავისუფლად აგრძნობინეთ, რადგან ისიც ჩემსავით იეჰოვას* საქმეს აკეთებს.+ 11  ზემოდან ნურავინ დაუწყებთ ყურებას. მშვიდობით გამოისტუმრეთ ჩემთან, რადგან ველოდები ძმებთან ერთად. 12  რაც შეეხება ჩვენს ძმა აპოლოსს,+ დაჟინებით ვთხოვდი, რომ ძმებს გამოჰყოლოდა თქვენთან, მაგრამ მან გადაწყვიტა, ამჯერად არ წამოსულიყო, თუმცა როცა შეძლებს, მოვა. 13  იფხიზლეთ,+ მტკიცედ იდექით რწმენაში,+ იყავით გაბედულები+ და გაძლიერდით!+ 14  ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ!+ 15  თქვენ იცით, რომ აქაიაში პირველი მოწაფეები სტეფანასის ოჯახის წევრები გახდნენ და მათ თავი მიუძღვნეს წმინდებისთვის მსახურებას, ამიტომ მოგიწოდებთ, ძმებო: 16  გაუგონეთ ასეთ ხალხს და ჩვენს ყველა გამრჯე თანამშრომელს!+ 17  მიხარია სტეფანასის,+ ფორტუნატესა და აქაიკეს აქ ყოფნა, რადგან მათ შემივსეს თქვენი არყოფნით განცდილი დანაკლისი. 18  მათ მეც გამიხალისეს გული და თქვენც, ამიტომ დააფასეთ ასეთები! 19  მოკითხვას გითვლიან აზიის კრებები. გულთბილად მოგიკითხავენ აკვილაცა და პრისკაც იმ კრებასთან ერთად, მათ სახლში+ რომ იკრიბება. 20  მოკითხვას გითვლით ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით. 21  მე, პავლე, საკუთარი ხელით გწერთ მოკითხვას. 22  წყეული იყოს, ვისაც უფალი არ უყვარს! მოდი, ჩვენო უფალო! 23  უფალ იესოს წყალობა არ მოგკლებოდეთ! 24  მსურს, ჩემს სიყვარულში დაგარწმუნოთ ყველა, ვინც ქრისტე იესოს მოწაფეები ხართ.

სქოლიოები