მიქა 5:1—15

  • მმართველის დიდება მთელ დედამიწაზე გავრცელდება (1—6).

    • მმართველი ბეთლემიდან გამოვა (2).

  • დარჩენილი ნაწილი ნამივით და ლომივით იქნება (7—9).

  • გაიწმინდება მიწა (10—15).

5  „ახლა თავს ისერავ,ალყაში მოქცეულო ასულო,მტერი გარს შემოგვერტყა.+ ჯოხს ურტყამენ სახეში+ ისრაელის მსაჯულს.   ეფრათის ბეთლემო,+ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო,მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში;+მისი დასაბამი ძველი, უხსოვარი დროიდანაა.   მას მიტოვებული ეყოლება ისინი,სანამ არ შობს ის, ვინც უნდა შობოს. მისი დანარჩენი ძმები ისრაელებს დაუბრუნდებიან.   ადგება ის და დამწყემსავს იეჰოვას ძალით,+თავისი ღვთის, იეჰოვას, სახელის სიდიადით. უსაფრთხოდ იცხოვრებენ,+რადგან მისი დიდება დედამიწის კიდეებს მისწვდება.+   ის მოიტანს მშვიდობას.+ როცა ჩვენს მიწაზე ასურელი შემოიჭრება და გამაგრებულ კოშკებს გათელავს,+მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს გამოვიყვანთ, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან.   მახვილით დამწყემსავენ ისინი ასურეთის მიწას+და ნიმროდის+ მიწის შესასვლელებს; ის გვიხსნის ასურელისგან,+როცა შემოიჭრება ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს სამფლობელოს.   იაკობის დარჩენილი ნაწილი მრავალ ხალხს შორის იქნება,როგორც ნამი იეჰოვასგან,როგორც შხაპუნა წვიმა მცენარეთათვის,კაცზე რომ არ არის დაიმედებული,ადამიანებს რომ არ ელოდება.   იაკობის დარჩენილი ნაწილი ერებს შორის,მრავალ ხალხს შორის იქნება,როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის,როგორც ლომი ცხვრის ფარაში,ჩავლისას რომ ეცემა და გლეჯს,მხსნელი კი არავინაა.   შენი ხელი შენს მოწინააღმდეგეებზე აღიმართებადა მოისპობიან შენი მტრები“. 10  „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, —დაგიხოცავ ცხენებს და გაგინადგურებ ეტლებს, 11  მიწასთან გავასწორებ შენი ქვეყნის ქალაქებსდა დავანგრევ შენს ციხესიმაგრეებს, 12  ბოლოს მოვუღებ შენს ჯადოქრობასდა აღარ გეყოლება ჯადოქრები,+ 13  გავანადგურებ შენს ქანდაკებებსა და სვეტებსდა აღარ დაემხობი შენი ნახელავის წინაშე,+ 14  ამოვძირკვავ შენს სათაყვანო ბოძებს+და გავაცამტვერებ შენს ქალაქებს. 15  რისხვითა და მრისხანებით ვიძიებ შურსდაუმორჩილებელ ერებზე“.

სქოლიოები