მათეს სახარება 2:1—23

  • ასტროლოგების სტუმრობა (1—12).

  • გაქცევა ეგვიპტეში (13—15).

  • ჰეროდე პატარა ბიჭებს ხოცავს (16—18).

  • დაბრუნება ნაზარეთში (19—23).

2  იესო იუდეის ბეთლემში+ დაიბადა ჰეროდეს*+ მეფობის დროს. მაშინ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ  და იკითხეს: „სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე?+ აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი ვიხილეთ და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ“.  ამის მოსმენაზე აფორიაქდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი.  შეკრიბა მან უფროსი მღვდლები და მწიგნობრები, და გამოჰკითხა, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.  მათ მიუგეს: «იუდეის ბეთლემში,+ რადგან წინასწარმეტყველს ასე უწერია:  „იუდას ბეთლემო, იუდას მთავართათვის სულაც არა ხარ უმნიშვნელო, რადგან შენგან გამოვა მმართველი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს“».+  მაშინ საიდუმლოდ დაიბარა ჰეროდემ ასტროლოგები და ვარსკვლავის გამოჩენის დრო გამოჰკითხა;  გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: „წადით, გულდასმით მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც წავიდე და თაყვანი ვცე“.  მას შემდეგ, რაც მეფის ნათქვამი მოისმინეს, წავიდნენ და აი, ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში იხილეს,+ მათ წინ მიუძღოდა, სანამ იმ ადგილას არ მივიდნენ, სადაც ბავშვი იყო. 10  ვარსკვლავი რომ გაჩერდა, მათ ძალიან გაიხარეს. 11  როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი დედამისთან, მარიამთან ერთად. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს ბავშვს, ამოალაგეს თავიანთი განძეული; ძღვნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური*. 12  იქიდან ისინი სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში, რადგან ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა,+ ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ. 13  მათი წასვლის შემდეგ იოსებს სიზმარში+ იეჰოვას* ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი; გაიქეცი ეგვიპტეში და იქ დარჩი! სანამ არ გეტყვი, არ დაბრუნდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“. 14  ისიც ადგა, წაიყვანა ღამით ბავშვი და დედამისი და ეგვიპტის გზას დაადგა. 15  იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩა. ასე შესრულდა წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას* ნათქვამი: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“.+ 16  როცა ჰეროდე მიხვდა, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს, გაცეცხლდა; დაგზავნა ხალხი და ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში დაახოცვინა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი, რადგან ამ ასაკისა უნდა ყოფილიყო ბავშვი იმ დროის მიხედვით, ასტროლოგებისგან რომ გამოიძია.+ 17  მაშინ შესრულდა იერემია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 18  „გლოვისა და გოდების ხმა გაისმა რამაში. შვილებს დასტიროდა რახელი+ და არ სურდა ნუგეში, რადგან აღარ ჰყავდა ისინი“.+ 19  ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსებს ეგვიპტეში იეჰოვას*+ ანგელოზი ეჩვენა სიზმარში 20  და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი და წადი ისრაელის მიწაზე, რადგან დაიხოცნენ ისინი, ვისაც მაგ ბავშვის მოკვლა სურდა“. 21  ისიც ადგა, წაიყვანა ბავშვი და დედამისი და დაბრუნდა ისრაელის მიწაზე. 22  მაგრამ, როცა გაიგო, რომ იუდეაში არქელაე მეფობდა მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ წასვლისა. თანაც ღმერთმა გააფრთხილა სიზმარში;+ ამიტომ გალილეის მხარეს მიაშურა.+ 23  მივიდა და დასახლდა ქალაქ ნაზარეთში,+ რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველთა ნათქვამი: „მას ნაზარეთელი*+ დაერქმევა“.

სქოლიოები

იგულისხმება ჰეროდე დიდი.
შესაძლოა ნაწარმოები იყოს ებრაული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „ამონაყარს“.