იოანეს გამოცხადება 16:1—21

  • ღვთის რისხვის შვიდი თასი (1—21).

    • თასის გადმოღვრა დედამიწაზე (2), ზღვაზე (3), მდინარეებსა და წყაროებზე (4—7), მზეზე (8, 9), მხეცის ტახტზე (10, 11), ევფრატზე (12—16), ჰაერზე (17—21).

    • ღვთის ომი არმაგედონად წოდებულ ადგილზე (14, 16).

16  გავიგონე ტაძრიდან+ გამომავალი ძლიერი ხმა, რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: „წადით და ღვთის რისხვის შვიდი თასი დედამიწას გადააღვარეთ!“+  წავიდა პირველი ანგელოზი და თავისი თასი დედამიწას გადააღვარა.+ ადამიანებს, რომლებსაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ+ და რომლებიც მის ქანდაკებას სცემდნენ თაყვანს,+ საშინელი, მომაკვდინებელი წყლულები+ გაუჩნდათ.  მეორემ თავისი თასი ზღვას გადააღვარა.+ ზღვა მკვდრის სისხლივით+ გახდა და დაიხოცა ყოველი სულდგმული — ყოველივე, რაც ზღვაშია.+  მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყაროებს+ გადააღვარა და ისინი სისხლად იქცნენ.+  გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი და ერთგული+ ხარ შენ, ვინც ხარ და იყავი,+ რადგან ასეთი განაჩენი გამოუტანე მათ,+  ვინც დაღვარა წმინდათა და წინასწარმეტყველთა+ სისხლი; შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად,+ რადგან დაიმსახურეს ეს“.+  გავიგონე, სამსხვერპლო რომ ამბობდა: „იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ,+ ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განაჩენი“.+  მეოთხემ თავისი თასი მზეს გადააღვარა.+ მზეს ნება მიეცა, ცეცხლით დაეწვა ადამიანები.  იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხისგან, მაგრამ გმობდნენ ღვთის სახელს; არ ინანიებდნენ და ხოტბას არ ასხამდნენ მას, ვისაც ამ სასჯელების დატეხვის უფლებამოსილება აქვს. 10  მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტს გადააღვარა. დაბნელდა+ მისი სამეფო და ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ, 11  მაგრამ ტკივილებისა და წყლულების გამო გმობდნენ ზეციერ ღმერთს და არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს. 12  მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეს, ევფრატს,+ გადააღვარა და დაშრა+ მისი წყალი, რათა გამზადებულიყო გზა+ მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის. 13  დავინახე, რომ დრაკონის პირიდან, მხეცის პირიდან+ და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა გამოვიდა. 14  ეს სიტყვები, რომლებიც დემონების მიერაა შთაგონებული, სასწაულებს ახდენენ,+ მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ+ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის+ დიდ დღეს. 15  ამის შემდეგ გავიგონე ხმა: „ქურდივით მოვდივარ.+ ბედნიერია, ვინც ფხიზლობს+ და დარაჯობს თავის სამოსს, შიშველმა რომ არ იაროს და მისი სასირცხო ადგილები არავინ დაინახოს“.+ 16  შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“*+ ჰქვია. 17  მეშვიდემ თავისი თასი ჰაერს გადააღვარა და გაისმა ძლიერი ხმა+ ტაძრიდან, ტახტიდან: „აღსრულდა!“ 18  დაიწყო ელვა და ქუხილი, გაისმა ხმები და მოხდა დიდი, ძლიერი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ მომხდარა დედამიწაზე+ ადამიანის გაჩენის დღიდან. 19  დიდი ქალაქი+ სამად გაიყო და ერთა ქალაქები დაეცა. გაიხსენა ღმერთმა დიდი ბაბილონი,+ რათა თავისი მძვინვარების ღვინის სასმისი მიეცა მისთვის.+ 20  ყველა კუნძული გაუჩინარდა და მთებიც სადღაც გაქრა.+ 21  წამოვიდა ციდან სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ერთ ტალანტს* იწონიდა, და ძლიერ დაისეტყვა ხალხი.+ გმობდნენ ადამიანები ღმერთს იმის გამო, რომ სეტყვამ მათ დიდი უბედურება დაატეხა.+

სქოლიოები

ნიშნავს „მეგიდოს მთას“.
ბერძნული ტალანტი უდრიდა 20,4 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.