არჩეულ მასალაზე გადასვლა

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ ფინანსებთან და ვალების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში?

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ ფინანსებთან და ვალების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში?

ბიბლია გვპასუხობს:

 რასაკვირველია. ოთხი ბიბლიური პრინციპი სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

  1.   წინასწარ განსაზღვრეთ, რაში დახარჯავთ ფულს. „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). ნუ იჩქარებთ რაღაცის შეძენას მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე ფასდაკლებაა. შეადგინეთ ბიუჯეტი, რომლის გათვალისწინებითაც განკარგავთ თქვენს თანხებს.

  2.   ნუ აიღებთ ვალებს, თუ ეს აუცილებელი არაა. „მდიდარი ღარიბებზე ბატონობს; მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7). თუ უკვე აიღეთ ვალი, მაგრამ არ შეგიძლიათ მისი დაფარვა, შეეცადეთ, მოელაპარაკოთ თქვენს მევალეებს და ერთად მოძებნოთ გზები, რაც გაგიადვილებთ ვალის დაფარვას. ფარ-ხმალს იოლად ნუ დაყრით. მიზანმიმართულად იმოქმედეთ. ბიბლიიდან რჩევა მიეცით მას, ვინც უგუნურად მოიქცა, თავდებად დაუდგა სხვას, ვალი ააღებინა და ამგვარად თავად გაეხვა შარში: „დაიმდაბლე და განუწყვეტლივ ევედრე შენს მოძმეს; ძილი არ მიაკარო შენს თვალებს, თვლემა — შენს ქუთუთოებს“ (იგავები 6:1—5). მაშინაც კი, თუ პირველ ჯერზე არ გაჭრის თხოვნა, კიდევ სცადეთ.

  3.   ნუ იქნებით ფულის მონა! „თვალხარბი კაცი ქონებას ეტანება და არ კი იცის, რომ გაჭირვება მიეწევა მას“ (იგავები 28:22, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). სიხარბე და შური მხოლოდ ფინანსურ კრახამდე კი არ მიგიყვანთ, არამედ სულიერადაც დაგასუსტებთ.

  4.   იყავით კმაყოფილი. „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8). ფულით ვერ იყიდით ბედნიერებას! სინამდვილეში ზოგ ბედნიერ ადამიანს სულაც არა აქვს ბევრი ფული. მათი ბედნიერების ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ უყვართ საკუთარი ოჯახის წევრები თუ მეგობრები და ღმერთთან ახლო მეგობრობა აკავშირებთ (იგავები 15:17; 1 პეტრე 5:6, 7).