არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

BalanceFormcreative/iStock via Getty Images Plus

როგორ ამცირებს მარტოობის განცდას სხვებზე ზრუნვა?

როგორ ამცირებს მარტოობის განცდას სხვებზე ზრუნვა?

 მსოფლიოში ბევრი ადამიანი გრძნობს თავს მარტოსულად. ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სხვებისთვის დახმარების გაწევა ადამიანს მარტოობასთან ბრძოლაში ეხმარება.

  •   „გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებას შეუძლია, ჩვენს ცხოვრებას აზრი შესძინოს და დაგვეხმაროს მარტოობის განცდის დაძლევაში“ (U.S. National Institutes of Health).

 ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სხვების დასახმარებლად. ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, შეებრძოლოთ მარტოობის განცდას.

რისი გაკეთება შეგიძლიათ?

 იყავით ხელგაშლილი. სხვებთან ურთიერთობისთვის გამონახეთ შესაძლებლობები. ეცადეთ, ადამიანებთან პირისპირ გქონდეთ ურთიერთობა და გასცეთ ის, რაც შეგიძლიათ, იქნება ეს მატერიალური, თუ სხვა რამ. დიდი ალბათობით, ამას მადლიერება მოჰყვება პასუხად, რაც შეიძლება კარგი მეგობრობის საწინდარიც აღმოჩნდეს.

  •   ბიბლიური პრინციპი: „გაეცით და მოგეცემათ“ (ლუკა 6:38).

 დრო დაუთმეთ სხვებს. ეძებეთ მათი დახმარების გზები, ვისაც რთული პერიოდი უდგათ. მოუსმინეთ მათ და თანაუგრძნეთ. შესთავაზეთ დახმარება სხვადასხვა საქმეში, რაც მათ ცხოვრებას გაუადვილებს.

  •   ბიბლიური პრინციპი: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავები 17:17, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

 წაიკითხეთ სტატია „ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა“ და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა სხვებთან.