არჩეულ მასალაზე გადასვლა

ცოდვაა აზარტული თამაში?

ცოდვაა აზარტული თამაში?

ბიბლია გვპასუხობს:

 ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17). a

  •   აზარტული თამაშისკენ ადამიანს სიხარბე უბიძგებს, რაც ღმერთისთვის საძულველია (1 კორინთელები 6:9, 10; ეფესოელები 5:3, 5). მოთამაშეები მოელიან, რომ სხვების წაგების ხარჯზე იშოვიან ფულს, მაგრამ სხვების ქონების მისაკუთრების სურვილს ბიბლია განსჯის (გამოსვლა 20:17; რომაელები 7:7; 13:9, 10).

  •   აზარტული თამაშის დროს, თუნდაც მცირე თანხის მოგების შემთხვევაში ადამიანს ფულის სიყვარული უვითარდება, რაც ერთობ საზიანოა (1 ტიმოთე 6:9, 10).

  •   მოთამაშეები ხშირად იღბალზე არიან დაიმედებული ან ცრუმორწმუნეობრივ ჩვეულებას მიმართავენ. მაგრამ ღვთის თვალში ერთიც და მეორეც კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მის თაყვანისმცემლობას (ესაია 65:11).

  •   ღმერთი თავის სიტყვაში არ მოგვიწოდებს, რომ ხელის გაუნძრევლად ვიშოვოთ რამე, არამედ პირიქით, გვირჩევს საკუთარი შრომით ვირჩინოთ თავი (ეკლესიასტე 2:24; ეფესოელები 4:28). ის, ვინც ითვალისწინებს ბიბლიის რჩევას, „საკუთარი შრომით მოპოვებულს“ შეჭამს (2 თესალონიკელები 3:10, 12).

  •   აზარტული თამაში ადამიანში აღვივებს შეჯიბრის სულს, რასაც ბიბლია განსჯის (გალატელები 5:26).

a აზარტული თამაში განსხვავებული სახითაა ნახსენები ბიბლიაში და ისიც მხოლოდ რომაელ ჯარისკაცებთან მიმართებით, რომლებმაც წილი ყარეს ანუ პირადი გამორჩენის მიზნით, ასე ვთქვათ, ითამაშეს იესოს სამოსელზე (მათე 27:35; იოანე 19:23, 24).