არჩეულ მასალაზე გადასვლა

შეგვიძლია იმის გაგება, სინამდვილეში ვინ დაწერა ბიბლია?

შეგვიძლია იმის გაგება, სინამდვილეში ვინ დაწერა ბიბლია?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლებელია იმის გაგება, თუ ვინ დაწერა ბიბლია. თუმცა, ბიბლია ყოველთვის ღიად საუბრობს ამ საკითხის შესახებ. ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი შემდეგი სიტყვებით იწყება: „ნეემიას ... სიტყვები“, „ესაიას ... ხილვა“, „იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იოელს“ (ნეემია 1:1; ესაია 1:1; იოელი 1:1).

 ბიბლიის დამწერები აღიარებდნენ, რომ მათ იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ხელმძღვანელობდა და გადასცემდა თავის სიტყვას. იმ წინასწარმეტყველებმა, რომლებმაც ებრაული წერილები დაწერეს, 300-ზე მეტჯერ აღნიშნეს: „აი რას ამბობს იეჰოვა“ (ამოსი 1:3; მიქა 2:3; ნაუმი 1:12). ბიბლიის სხვა დამწერებმაც ღვთის ცნობა ანგელოზების მეშვეობით მიიღეს (ზაქარია 1:7, 9).

 დაახლოებით 40 მამაკაცი ბიბლიას 1 600 წლის განმავლობაში წერდა. ზოგიერთმა მათგანმა ბიბლიის რამდენიმე წიგნიც კი დაწერა. ფაქტობრივად, ბიბლიას მინიატურული ბიბლიოთეკაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ის 66 წიგნისგან შედგება; მათგან 39 წიგნი ებრაული წერილებია (ძველი აღთქმა), დანარჩენი 27 წიგნი კი ქრისტიანულ-ბერძნული (ახალი აღთქმა).