ღვთის აზრებია ჩაწერილი ბიბლიაში?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიის დამწერები ადასტურებდნენ, რომ ისინი წმინდა წერილებს ღვთივშთაგონებით წერდნენ. მოდი ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი:
მეფე დავითმა დაწერა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2 სამუელი 23:1, 2).
წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „აი რა მითხრა უზენაესმა უფალმა, ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ“ (ესაია 22:15).
მოციქულმა იოანემ აღნიშნა: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა“ (გამოცხადება 1:1).