არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ არის ანტიქრისტე?

ვინ არის ანტიქრისტე?

ბიბლია გვპასუხობს:

 ანტიქრისტე უბრალოდ კონკრეტულ ადამიანს ან გაერთიანებას არ ეწოდება, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ არსებობს „მრავალი ანტიქრისტე“ (1 იოანე 2:18). სიტყვა „ანტიქრისტე“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომლის მნიშვნელობაა „ქრისტეს საწინააღმდეგო“ (ან „ქრისტეს ნაცვლად“) და გულისხმობს მათ, ვინც ...

  •   უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე (მესია) ან არ აღიარებს მას ღვთის ძედ (1 იოანე 2:22).

  •   ქრისტეს, ღვთის ცხებულის წინააღმდეგ გამოდის (ფსალმუნი 2:1, 2; ლუკა 11:23).

  •   ამტკიცებს, რომ თავად არის ქრისტე (მათე 24:24).

  •   დევნის ქრისტეს მიმდევრებს, რის გამოც იესო მათ თავის მდევნელად მიიჩნევს (საქმეები 9:5).

  •   თავს ქრისტიანად ასაღებს, არადა შეიძლება ცბიერი იყოს ან უკანონობის მოქმედი (მათე 7:22, 23; 2 კორინთელები 11:13).

 გარდა იმისა, რომ ბიბლია ცალკეულ პირებს მოიხსენიებს ანტიქრისტედ, ის აგრეთვე ყველას ერთად აღებულს უწოდებს ამ სახელს (2 იოანე 7). პირველად „ანტიქრისტე“ მოციქულების სიცოცხლეში გამოჩნდა და ის დღემდე არსებობს და მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ეს იწინასწარმეტყველა ბიბლიამ (1 იოანე 4:3).

როგორ ამოვიცნოთ ანტიქრისტე

  •   ისინი, ვინც „ანტიქრისტეში“ მოიაზრებიან, იესოს შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ (მათე 24:9, 11). მაგალითად, ის, ვინც სამებას ასწავლის და ამტკიცებს, რომ იესო ყოვლისშემძლე ღმერთია, სინამდვილეში ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას, რადგან იესომ თქვა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28).

  •   „ანტიქრისტეები“ უარყოფენ იესოს ნათქვამს იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს ღვთის სამეფო. მაგალითად, ზოგი სასულიერო პირი ამბობს, რომ ქრისტე თავის საქმეებს მიწიერი მთავრობების მეშვეობით ახორციელებს. თუმცა ეს სწავლება იესოს ნათქვამის საპირისპიროა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36).

  •   ასეთები იესოს თავიანთ უფალს უწოდებენ, მაგრამ არ მიჰყვებიან მის მითითებებს, მაგალითად, არ ქადაგებენ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 28:19, 20; ლუკა 6:46; საქმეები 10:42).