არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

AspctStyle/stock.adobe.com

ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ სᲐᲦᲐᲛᲝს ᲙᲐᲛᲞᲐᲜᲘᲐ

იესო წერტილს დაუსვამს ომებს

იესო წერტილს დაუსვამს ომებს

 დედამიწაზე ყოფნისას იესო უდიდეს სიყვარულს ავლენდა ადამიანების მიმართ. მან საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო მათთვის (მათე 20:28; იოანე 15:13). მალე ის, როგორც ღვთის სამეფოს ძლევამოსილი მეფე, კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს თავის სიყვარულს ადამიანებს და შეწყვეტს „ომებს მთელ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 46:9).

 ბიბლია აღწერს, თუ რას გააკეთებს იესო:

  •   „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, საწყალსა და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, გადაარჩენს ღარიბებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 72:12–14).

 ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც იესოს ჩვენთვის გაუკეთებია და მომავალში გააკეთებს? ლუკას 22:19-დან ვიგებთ, რომ იესოს სურვილი იყო, თავის მიმდევრებს ყოველთვის ხსომებოდათ ის მსხვერპლი, რაც მან კაცობრიობისთვის გაიღო. სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად იკრიბებიან იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. გულთბილად გიწვევთ ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება კვირას, 2024 წლის 24 მარტს.

ნახეთ, სად ტარდება გახსენების საღამო.