არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11)

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

დაგვეხმარება ბიბლია საწუხართან გამკლავებაში?

თქვენ როგორ უპასუხებთ?

  • დიახ

  • არა

  • შესაძლოა

რას ასწავლის ბიბლია?

„ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღვთის დახმარებით ნებისმიერ პრობლემას გავუმკლავდებით და შვებას ვიგრძნობთ.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ლოცვის მეშვეობით „ღვთის მშვიდობას“ ვიგრძნობთ და დარდიც გაგვიქარვდება (ფილიპელები 4:6, 7).

  • მეტიც, ღვთის სიტყვის კითხვა სტრესთან გამკლავებაში დაგვეხმარება (მათე 11:28—30).

დადგება დრო, როცა წუხილის მიზეზი აღარ იარსებებს?

ზოგის აზრით . . . თავს ვერ ავარიდებთ საწუხარსა და სტრესს, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ საწუხარისგან მხოლოდ სიკვდილის შემდეგ საიქიოში გათავისუფლდებიან. თქვენ რას ფიქრობთ?

რას ასწავლის ბიბლია?

ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ყველა იმ მიზეზს, რაც დღეს საწუხარს გვიჩენს. „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს და ადამიანებიც უშფოთველად იცხოვრებენ (ესაია 32:18).

  • წუხილი და სტრესი ერთხელ და სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას (ესაია 65:17).