Skip to content

იურდიულ შენიშვნალ

იურდიულ შენიშვნალ

საავტორო უფლებები

© 2014 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania, Inc. ყველა უფლება დაცულია.

ეს ვებ-გვერდი შექმნილია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ (Watchtower Bible and Tract Society of New York, Inc.) მიერ. თუ ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაზე მითითებული არ არის მისი ავტორი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მასალა წარმოადგენს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ინტელექტუალურ საკუთრებას.

სასაქონლო ნიშნები

სახელწოდება Adobe და Acrobat ამავე დასახელების ლოგოტიპებით წარმოადგენს Adobe Systems Incorporated-ის სასაქონლო ნიშნებს. კომპანია Apple-ის სასაქონლო ნიშნებია iTunes-ი და iPod-ი. მსგავსად ამისა, ყველა სხვა სასაქონლო ნიშანი, რომლითაც რეგისტრირდება ესა თუ ის კომპანია, წარმოადგენს ამავე კომპანიის საკუთრებას.

ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და ლიცენზია

ამ ვებ-გვერდით სარგებლობისას მიჰყევით სარგებლობის წესებს. თუ სარგებლობთ ამ ვებ-გვერდით, ე. ი. სრულად ეთანხმებით სარგებლობის წესებს. თუ არ ეთანხმებით ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს ან მის რომელიმე ნაწილს, მაშინ თქვენ არ უნდა ისარგებლოთ ამ ვებ-გვერდით.

როგორ შეგვიძლია ვებ-გვერდის სათანადოდ გამოყენება? თქვენ შეგიძლიათ უყუროთ, ჩამოტვირთოთ და დაბეჭდოთ საავტორო უფლებებით დაცული სურათები, ელექტრონული პუბლიკაციები, მუსიკები, ფოტოები, ტექსტები და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ამ ვებ-გვერდზეა განთავსებული და გამოიყენოთ პირადი ან არაკომერციული მიზნებისთვის. ის, თუ რა სახის ქმედებებია დაუშვებელი, მოცემულია, როგორც ქვემოთ, ისე მთლიანად ამ ტექსტში. დაუშვებელია:

  • ამ ვებ-გვერდზე მოცემული მასალის ინტერნეტში განთავსება (ნებისმიერ ვებ-გვერდზე, ფაილების გაზიარების გვერდსა თუ სოციალური ქსელში).

  • აქ მოცემული მასალის ნაწილობრივ ან მთლიანად რომელიმე აპლიკაციაში გამოყენება.

  • აქ მოცემული მასალის რეპროდუქცია, კოპირება ან სხვა სახით გამოყენება კომერციული მიზნით ან თუნდაც მოგების გარეშე. ასევე დაუშვებელია ამ მასალის გავრცელება რომელიმე კომპიუტერული პროგრამის ან ვებ-გვერდთან დაკავშირებული ბმულის (იქნება ეს სტატიკური თუ დინამიური) მეშვეობით.

  • ამ ვებ-გვერდზე შესვლა იმ მიზნით, რომ შექმნათ და გაავრცელოთ ამ ვებ-გვერდის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური ან ავტომატური შეგროვების მეთოდები (ფილტრაცია, ინფორმაციის მოპოვება, ამოღება და შეკრება), პროგრამული კოდი და ხელსაწყოები.

  • ამ ვებ-გვერდის ან მისი მომსახურების არასწორად გამოყენება (მაგალითად, ვებ-გვერდის ფუნქციონირებაში ჩარევა), რაც აშკარად განსხვავდება იმ მომსახურებისგან, რასაც ვებ-გვერდი გთავაზობთ.

  • ამ ვებ-გვერდის ისე გამოყენება, რომ დაზიანდეს ან შეფერხდეს მისი მუშაობა ან მასზე წვდომა. აგრეთვე ვებ-გვერდის უკანონო, თაღლითური ან სხვა არასწორი გზით გამოყენება.

  • ამ ვებ-გვერდის გამოყენება ნებისმიერი მარკეტინგული მიზნით.

სარგებლობის წესების დარღვევა

თუ თქვენ რაიმე სახით დაარღვიეთ ვებ-გვერდით სარგებლობის წესები, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ უფლებას იტოვებს, რომ დროებით შეგიზღუდოთ ან საერთოდ აგიკრძალოთ ვებ-გვერდზე შესვლა; აგრეთვე დაბლოკოს ამ ვებ-გვერდზე შესვლა თქვენი კომპიუტერის IP მისამართიდან; დაუკავშირდეს თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს და სთხოვოს თქვენი კომპიუტერიდან ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვა. გარდა ამისა საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ იტოვებს უფლებას, გამოიყენოს სამართლებრივი საშუალებები თქვენ წინააღმდეგ.

ცვლილებები

დროდადრო საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ შეიძლება შეცვალოს სარგებლობის წესები. ეს წესები ძალაში შევა ვებ-გვერდზე მისი გამოქვეყნების დღიდან. გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა დარწმუნდეთ, რომ გაცნობილი ხართ უახლეს სარგებლობის წესებს.

კანონი და იურისდიქცია

ეს სარგებლობის წესები შედგენილია ნიუ-იორკის შტატის (აშშ) კანონმდებლობის შესაბამისად და არ ეწინააღმდეგება მის არც ერთ კანონს. ნებისმიერი იურიდიული საქმე ამ სარგებლობის წესებთან დაკავშირებით განხილულ უნდა იქნეს შტატის ან ფედერალურ სასამართლოში, რომელზეც ვრცელდება ნიუ-იორკის შტატის იურისდიქცია.

პასუხისმგებლობა

იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის წესების ამ დებულებას კომპეტენტური საკანონმდებლო სასამართლო ბათილად, ძალადაკარგულად ან უკანონოდ ცნობს, სხვა დებულებები კვლავ ძალაში დარჩება. თუ საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ არ უზრუნველყოფს ამ პირობებიდან რომელიმეს შესრულებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს ამ მოთხოვნებზე ან იმაზე, რომ სხვებისგან მოითხოვოს ამ პირობების შესრულება.

შეთანხმება

ვებ-გვერდით სარგებლობის ეს წესები ცვლის მის გამოყენებასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ ყველა სხვა წესს და იგი თქვენსა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ შორის დადებულ ერთგვარ შეთანხმებას წარმოადგენს.