არჩეულ მასალაზე გადასვლა

პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა

პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა

ჩვენ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნითაც მომხმარებელმა მოგვაწოდა. გარდა ამისა, ეს მონაცემები ინახება მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, სადამდეც აუცილებელია ზემოაღნიშნული თუ სხვა კანონიერი პროცედურების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვთ პერსონალური მონაცემების დაფარვას, სავარაუდოდ, ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას და ვერც თქვენ შეძლებთ ამას ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ვებგვერდისა და აპლიკაციების მეშვეობით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც ევალებათ მონაცემების დამუშავება, რათა თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და/ან ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები სხვას არ გადაეცემა, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა: 1) როცა ეს თქვენ მიერ მოთხოვნილი რომელიმე მომსახურებით სარგებლობისთვის იქნება საჭირო და ინფორმირებული იქნებით ამის შესახებ; 2) როცა თქვენი ინფორმაციის გაზიარება აუცილებელი იქნება კანონისა თუ სამართლებრივი ნორმების დასაკმაყოფილებლად; 3) როცა ამას სამართალდამცავი ორგანოები მოითხოვენ; 4) როცა საჭიროა თაღლითობის გამოაშკარავება და მისი თავიდან არიდება, ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა. ამ ვებგვერდის და მასთან დაკავშირებული აპლიკაციების გამოყენებით თქვენ, მომხმარებელი, უფლებას გვაძლევთ, თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირისთვის მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში. თქვენი პერსონალური მონაცემები არ იქნება გამოყენებული ფინანსური მოგების მიღების მიზნით.

პერსონალური მონაცემებით სარგებლობა ვებგვერდზე

ვებგვერდზე განთავსებული მასალის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია დარეგისტრირებისა ან ჩვენთვის რაიმე ინფორმაციის გაზიარების გარეშე. თუმცა ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. ესენი არიან მაუწყებლები, რომლებმაც გაგზავნეს მოთხოვნა ან შეავსეს განცხადება ვებგვერდზე დარეგისტრირების მიზნით. აგრეთვე ის მაუწყებლები, რომელთა პერსონალური მონაცემებიც იეჰოვას მოწმეების კრებამ jw.org-ის მეშვეობით გაგზავნა ფილიალში. პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი თანხმობის საფუძველზე ხდება. ზოგჯერ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უარს განაცხადებთ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, ჩვენ მაინც შეიძლება გაგვაჩნდეს იურიდიული საფუძველი, განვაგრძოთ თქვენი მონაცემების დამუშავება შესაბამისი იურიდიული მოთხოვნების გათვალისწინებით.

თქვენ მიერ ვებგვერდზე განთავსებული პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ მიზნით იქნება გამოყენებული, რაზეც თანხმობა განაცხადეთ. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მიზნით:

ანგარიში. თქვენთან დასაკავშირებლად შეიძლება გამოვიყენოთ ის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც ანგარიშის შექმნის დროს მიუთითეთ. მაგალითად, თუ დაგავიწყდებათ მომხმარებლის სახელი ან პაროლი, ან სისტემაში შესვლის დროს სხვა სირთულეს წააწყდებით, თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას.

განცხადებები. თუ ეთანხმებით იეჰოვას მოწმეთა შეხედულებებსა და პრინციპებს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვებგვერდი იმ მიზნით, რომ შექმნათ მომხმარებლის ანგარიში ან წარადგინოთ განცხადება. აგრეთვე, თქვენს კრებას შეუძლია გამოიყენოს ეს ვებგვერდი თქვენი სახელით განცხადების გასაგზავნად, თუ მსახურების გაფართოება გსურთ. თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეტანილი იქნება განცხადებაში, შესაძლოა შეიცავდეს პირად ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია თქვენ მიერ, აგრეთვე ადგილობრივი უხუცესის ან ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველის მიერ. მოწოდებული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი განცხადების დამუშავებისა და განხილვისთვის, ან მასთან დაკავშირებული სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, თქვენი პროფილის შესაქმნელად, რომელიც განცხადების შევსების ნაწილია. აუცილებლობის შემთხვევაში თქვენი განცხადება შეიძლება გადაეგზავნოს იეჰოვას მოწმეების სხვა ფილიალებს, იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოსა თუ მათ იურიდიულ პირებს სხვადასხვა ქვეყანაში. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული განცხადება განიხილება ცალ-ცალკე და მასთან დაკავშირებით არ ხდება გადაწყვეტილების ავტომატურად მიღება.

ჩემი პროფილი: მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე ანგარიშს შექმნით, თქვენი კრების მდივანმა შეიძლება ჩაგირთოთ წვდომა ფუნქციაზე „ჩემი პროფილი“. თუ თქვენს პროფილში დამატებით ინფორმაციას შეიტანთ ვებგვერდზე hub.pr418.com, შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი თანხმობა, რომ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნას როგორც თქვენი იდენტიფიცირებისთვის, ისე თქვენთან დასაკავშირებლად. თუ მონაწილეობას მიიღებთ რომელიმე პროექტში და თქვენს პროფილში დაამატებთ ახალ უნარს, უნარების შემფასებელს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნება. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შეიძლება გაეგზავნოს იეჰოვას მოწმეთა სხვა ფილიალებს, მსოფლიო მთავარ სამმართველოს ან სხვადასხვა ქვეყანაში მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.

ტრენინგები: თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს რომელიმე პროექტზე მუშაობისთვის, მათ შორის სამშენებლო პროექტებზე მუშაობისთვის, შეიძლება მიგიწვიონ სპეციალური სწავლების კურსზე. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ მოწვევა ან უშუალოდ სწავლის დაწყებამდე თქვათ უარი კურსზე დასწრებაზე. თუ მიიღებთ მოწვევას, ინსტრუქტორები შეინახავენ ინფორმაციას კურსზე თქვენი დასწრების შესახებ, განსაზღვრავენ, რას მიაღწიეთ სწავლის პროცესში და ჩანაწერებში დამატებით კომენტარებს გააკეთებენ. ტრენინგების ორგანიზატორები და ინსტრუქტორები შეძლებენ გადახედონ და შეაფასონ ის უნარები, რომლებიც დამატებული გაქვთ თქვენს პროფილში ვებგვერდზე hub.pr418.com. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შეიძლება გაეგზავნოს იეჰოვას მოწმეთა სხვა ფილიალებს, მსოფლიო მთავარ სამმართველოს ან სხვადასხვა ქვეყანაში მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.

შესაწირავები. როცა ფულად შესაწირავს ონლაინრეჟიმში იღებთ, ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს — სახელს, გვარსა და საკონტაქტო ინფორმაციას. თქვენ მიერ საკრედიტო ბარათებით გაღებული შესაწირავების მიღების დროს ჩვენ ვსარგებლობთ აკრედიტებული ონლაინგადახდის ისეთი მომსახურებით, რომელიც მაღალ დონეზე უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. გაღებული შესაწირავის შესახებ ინფორმაციის დამუშავების პროცესში შეიძლება ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს პერსონალური ინფორმაცია, მაგალითად, შემწირველის საკრედიტო ბარათის ნომერი ან საფინანსო ანგარიშის მონაცემები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გადაეგზავნება შესაბამისი მომსახურების განყოფილებას. ინფორმაცია თქვენი შესაწირავების შესახებ მუშავდება საბანკო ბარათების მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად (PCI DSS). შესაწირავის მიმღები პირი ინახავს ფინანსური ტრანზაქციების ისტორიას მინიმუმ ათი წელი. ამაში შედის შესაწირავის გაღების თარიღი, თანხის ოდენობა და მეთოდი. ეს ინფორმაცია გვეხმარება, დავაკმაყოფილოთ ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები და ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ კითხვას ამ დროის განმავლობაში. ჩვენ არ დაგიკავშირდებით დამატებითი შესაწირავის გაღების მოთხოვნით.

გსურთ, მოგაკითხონ იეჰოვას მოწმეებმა? ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ მოითხოვოთ იეჰოვას მოწმეებთან შეხვედრა, რათა მეტი გაიგოთ ან მათ შესახებ ან ბიბლიის შესახებ. თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გამოვიყენებთ. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეგზავნოს იეჰოვას მოწმეების სხვა ფილიალებსა თუ მათ იურიდიულ პირებს სხვადასხვა ქვეყანაში.

სხვა მიზნები. რა მიზნითაც არ უნდა შეიყვანოთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი), იქნება ეს ანგარიშის შექმნა, განცხადების შევსება, შესაწირავების გაღება თუ სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმირებული იქნებით იმის შესახებ, თუ რა მიზნით გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

პერსონალური მონაცემებით სარგებლობა jw ბიბლიოთეკაში

პერსონალურ მონაცემებს JW ბიბლიოთეკაში იმ მიზნით ვიყენებთ, რომ გავაუმჯობესოთ აპლიკაციის ფუნქციონირება.

აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის საჭიროა jw.org-დან მონაცემების ჩამოტვირთვა. ამასთანავე, jw.org-ს ეძლევა წვდომა მომხმარებლის IP მისამართზე, როდესაც აპლიკაციისთვის ხდება მონაცემების ჩამოტვირთვა. მომხმარებლებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემები გამიზნულია აპლიკაციის სერვისების ფუნქციონირებისთვის, აპლიკაციის სერვისების გასაუმჯობესებლად და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უფრო კონკრეტულად კი შემდეგი მიზნებისთვის: იმის დადგენა, თუ როგორ ხდება მომხმარებლის მიერ აპლიკაციაზე წვდომა და მისი გამოყენება, აპის მუშაობის და ოპტიმიზაციის მართვა, თაღლითობისა და მავნე პროგრამული უზრუნველყოფის პრევენცია და გამოვლენა და უსაფრთხოების ინციდენტების მართვა.

პერსონალური მონაცემების გადაგზავნა სხვა ქვეყანაში

ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია ახორციელებს საქმიანობას მთელ მსოფლიოში სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. ზოგიერთი ის სერვერი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ვებგვერდისა და აპლიკაციების ფუნქციონირებას, მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავაგზავნოთ სხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომელთა კანონმდებლობაც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ განსხვავდება თქვენი ქვეყნის კანონმდებლობისგან. თქვენი პერსონალური მონაცემების გადაგზავნის დროს ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს მათ დასაცავად. ჩვენ მოველით, რომ იეჰოვას მოწმეების ყველა იურიდიული პირი, რომელიც მხარს უჭერს მოწმეების საქმიანობას, იმოქმედებს პერსონალური მონაცემების დაცვის ჩვენ მიერ დადგენილი წესებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

ვებგვერდის გამოყენებით და მისი მეშვეობით ჩვენთან დაკავშირებით, თქვენ ეთანხმებით სხვა ქვეყანაში პერსონალური მონაცემების გადაგზავნის თაობაზე ჩვენ მიერ დადგენილ წესებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ხელშეკრულებებს ასეთი გზავნილების განხორციელებისას.

თქვენი უფლებები

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს საჭირო ზომებს მივმართავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მონაცემების სიზუსტე დაცულია და იმ მიზნით გამოიყენება, რა მიზნითაც მოხდა მათი გამოგზავნა. იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, ამასთანავე, პერსონალური მონაცემების თაობაზე ადგილობრივი კანონმდებლობის მხედველობაში მიღებით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი უფლებებით:

  • მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე.

  • შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ან მათი შესწორება, წაშლა და დაბლოკვა იმ შემთხვევაში, თუ ის არასრული ან მცდარია.

  • თუ კანონიერი საფუძველი არსებობს, თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და მოითხოვოთ, შევწყვიტოთ მათი დამუშავების პროცესი.

თუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობთ, არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობა და გსურთ, გქონდეთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ან გსურთ მათი შესწორება ან წაშლა, იხილეთ საჭირო ინფორმაცია ბმულზე „საკონტაქტო ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე“.

მას შემდეგ, რაც მივიღებთ წერილობით მოთხოვნას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საკმარისი ინფორმაცია თქვენი ვინაობისა და პერსონალური მონაცემების შესახებ, შესაბამისი პირი განიხილავს თქვენს მოთხოვნას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, მათი შესწორების ან წაშლის თაობაზე და გადაწყვეტილებას ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება ისიც, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ორგანიზაციის რელიგიის თავისუფლების უფლებას და საქმიანობას. აუცილებელი ცვლილებების შესახებ ჩვენ შევატყობინებთ მესამე პირს.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება არ წაიშალოს იმ შემთხვევაში, თუ კანონი მოითხოვს მათ სრულად დამუშავებას ან თუ მათი შენახვისთვის არსებობს სხვა იურიდიული საფუძველი. მაგალითად, თუ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ინტერესებში შედის, ხელი მიუწვდებოდეს თითოეული იეჰოვას მოწმის პერსონალურ მონაცემებზე, თუ ამ მონაცემების წაშლა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის რელიგიურ შეხედულებებსა თუ საქმიანობას, ან თუ მონაცემთა წაშლის მოთხოვნა ექვემდებარება მათი აღრიცხვისა და შენახვის შესახებ კანონმდებლობას, რომლის შესრულებაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ შეგიძლიათ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს მიმართოთ საჩივრით პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, რომლებიც ვებგვერდის მეშვეობით გაგზავნეთ.