არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო?

რას წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო?

 ხელმძღვანელი საბჭო შედგება რამდენიმე სულიერად მოწიფული ძმისგან, რომლებიც ორგანიზებას უწევენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას მთელ მსოფლიოში. აი, რა სამუშაოს ასრულებენ ისინი:

 ხელმძღვანელი საბჭო პირველი ქრისტიანების მაგალითს მიჰყვება; პირველ საუკუნეში იერუსალიმში მოციქულები და უხუცესები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რაც მთელი ქრისტიანული კრების კეთილდღეობას ემსახურებოდა (საქმეები 15:2). აღსანიშნავია, რომ ეს ერთგული მამაკაცები ქრისტიანული კრების მეთაურები არ იყვნენ; მათ მსგავსად, არც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები არიან ჩვენი ორგანიზაციის მმართველები. ხელმძღვანელობის მისაღებად ისინი ბიბლიას მიმართავენ და ესმით, რომ კრების თავად იეჰოვამ იესო ქრისტე დანიშნა (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:23).

ვინ არიან ხელმძღვანელი საბჭოს წევრები?

 ხელმძღვანელი საბჭოს წევრები არიან გერიტ ლოში, გეიჯ ფლიგლი, დეივიდ სპლეინი, კენეთ კუკი, მარკ სანდერსონი, სამუელ ჰერდი, სტივენ ლეტი, ჯეფრი ჯექსონი და ჯეფრი ვინდერი. ისინი შეერთებულ შტატებში, კერძოდ, უორიკში, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობენ.

როგორ არის ორგანიზებული ხელმძღვანელი საბჭო?

 ხელმძღვანელმა საბჭომ ჩამოაყალიბა ექვსი კომიტეტი, რომელთაგან თითოეული იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის კონკრეტულ სფეროს ხელმძღვანელობს. ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული წევრი ერთ ან რამდენიმე კომიტეტში მსახურობს.

  •   კოორდინატორთა კომიტეტის მოვალეობაში შედის იურიდიული საკითხების მოგვარება, აგრეთვე სტიქიური უბედურებების, დევნისა თუ სხვა შემთხვევებში წამოჭრილი სირთულეების გადაჭრა, რომლებიც მსოფლიო საძმოს ეხება.

  •   კადრების კომიტეტი ზრუნავს ბეთელის ოჯახის წევრების საჭიროებებზე.

  •   საგამომცემლო კომიტეტი ხელმძღვანელობას უწევს ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვასა და მსოფლიო მასშტაბით მის გავრცელებას, აგრეთვე ქრისტიანული შეხვედრებისთვის შენობების, მთარგმნელობითი ოფისების და ფილიალების აშენებას.

  •   სამსახურებრივი კომიტეტი ხელმძღვანელობას უწევს სამეფოს შესახებ „სასიხარულო ცნობის“ ქადაგებას (მათე 24:14).

  •   სასწავლო კომიტეტი ხელმძღვანელობს იმას, რომ ღვთის ხალხმა სულიერი საზრდო კრების შეხვედრების, სკოლებისა და აუდიო-ვიდეო პროგრამების მეშვეობით მიიღოს.

  •   სამწერლო კომიტეტი მეთვალყურეობას უწევს სულიერი საზრდოს მომზადებას, იქნება ეს ბეჭდვითი თუ ელექტრონული სახით; აგრეთვე ზედამხედველობს მთარგმნელობით საქმიანობას.

 იმის გარდა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები სხვადასხვა კომიტეტში მსახურობენ, მათ ყოველკვირეული შეხვედრებიც აქვთ, სადაც განიხილავენ, რა საჭიროებები არსებობს ორგანიზაციაში. ამ შეხვედრებზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ბიბლიაში ჩაწერილი აზრების ირგვლივ მსჯელობენ, ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებიან და ცდილობენ, ერთსულოვნად მიიღონ გადაწყვეტილებები (საქმეები 15:25).

ვინ არიან ხელმძღვანელი საბჭოს დამხმარეები?

 ხელმძღვანელი საბჭოს დამხმარეები ღვთის ერთგული ქრისტიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა კომიტეტში მსახურობენ (1 კორინთელები 4:2). მათ უნარიც აქვთ და შესაბამისი გამოცდილებაც დაკისრებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად. ეს მამაკაცები ესწრებიან ამ კომიტეტების ყოველკვირეულ შეხვედრებს. მართალია, ისინი უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღებაში არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ მნიშვნელოვან ცნობებს აწვდიან ხელმძღვანელ ძმებს, უზიარებენ მათ თავიანთ მოსაზრებებს და გამოკვლეულ ინფორმაციას, რის შემდეგაც ხელს უწყობენ შემუშავებული მიდგომების დანერგვას და აკვირდებიან შედეგებს. ხელმძღვანელმა საბჭომ შეიძლება ზოგი მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ძმების მოსანახულებლად გაგზავნოს ან მოხსენებების წარმოთქმა დაავალოს ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ყოველწლიური შეხვედრა და სკოლა „გალაადის“ გამოსაშვები პროგრამა.

დამხმარეების სია

კომიტეტები

სახელი, გვარი

კოორდინატორთა კომიტეტი

  • ჯონ ეკრანი

  • პოლ გილისი

  • ტროი სნაიდერი

კადრების კომიტეტი

  • დენიელ მოლკანი

  • მარკ სკოტი

  • პატრიკ ლაფრანკა

  • რალფ უოლსი

  • ჯერალდ გრიზლი

საგამომცემლო კომიტეტი

  • ალექს რეინმიულერი

  • გაიუს გლოკენტინი

  • დეივიდ სინკლერი

  • დონალდ გორდონი

  • რობერტ ბატლერი

  • რობერტ ლუჩიონი

  • ჰაროლდ კორკერნი

სამსახურებრივი კომიტეტი

  • ბალთასარ პერლა

  • ბეტი ჟორჟი

  • გარი ბრო

  • ენტონი გრიფინი

  • კრისტოფერ მეივორი

  • ლიონ უივერი

  • სეთ ჰაიატი

  • უილიამ ტერნერი

  • ჯეიკობ რამფი

  • ჯოდი ჯედელი

  • ჯოელ დელინგერი

  • ჯონათან სმიტი

სასწავლო კომიტეტი

  • დეივიდ შეფერი

  • კენეთ ფლოდინი

  • მაიკლ ბენკსი

  • მარკ ნიუმარი

  • რონალდ კერზენი

  • უილიამ მალენფანტი

სამწერლო კომიტეტი

  • ნიკოლას ახლადისი

  • პერ კრისტენსენი

  • რობერტ სირანკო

  • კენეთ გადბერნი

  • ჯეიმზ მანცი

  • ისაკ მარეი

  • კლაივ მარტინი

  • ლეონარდ მაიერსი

  • ჯინ სმოლი

  • ჰერმანუს ვან სელმი