არჩეულ მასალაზე გადასვლა

კრეაციონისტები ხართ?

კრეაციონისტები ხართ?

 არა. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაგრამ არ არიან კრეაციონისტები. კრეაციონისტთა ზოგიერთი მოსაზრება ეწინააღმდეგება ბიბლიის თვალსაზრისს. განვიხილოთ ორი მაგალითი.

  1.   ექვსი შემოქმედებითი დღის ხანგრძლივობა. ზოგი კრეაციონისტის აზრით, ექვსი შემოქმედებითი დღიდან თითოეული ერთი დღე-ღამის ანუ 24-საათიანი ხანგრძლივობის იყო. მაგრამ ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „დღე“ დროის უფრო დიდ მონაკვეთზე მიუთითებს (დაბადება 2:4; ფსალმუნი 90:4).

  2.   დედამიწის ასაკი. ზოგი კრეაციონისტის აზრით, დედამიწა სულ რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. თუმცა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დედამიწა და სამყარო ექვსი შემოქმედებითი დღის დაწყებამდეც არსებობდა (დაბადება 1:1). ამიტომ, იეჰოვას მოწმეებს არანაირი მიზეზი არ გააჩნიათ, რომ ეჭვქვეშ დააყენონ მეცნიერული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, დედამიწა უკვე მილიარდობით წელს ითვლის.

 მართალია, იეჰოვას მოწმეებს გვწამს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, მაგრამ მეცნიერების წინააღმდეგ არ ვილაშქრებთ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მეცნიერება და ბიბლია სავსებით ეთანხმება ერთმანეთს.