არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტაქსოფონით დაწყებული ბიბლიის შესწავლები

ტაქსოფონით დაწყებული ბიბლიის შესწავლები

 ბრაზილიაში მცხოვრებმა ერთმა პიონერმა, დაიანამ, ერთხელ ტელეფონით ახალგაზრდა ცოლ-ქმარს უქადაგა, რომლებიც ბიბლიური ცნობით დაინტერესდნენ. თუმცა მათ დაიანას უთხრეს, რომ ისეთ სოფელში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას, სადაც არც ელექტროენერგია იყო და არც ინტერნეტი. იქ არც იეჰოვას მოწმეები ცხოვრობდნენ. ბიბლიურ საკითხებზე კვლავ რომ ესაუბრათ, წყვილმა სოფელში არსებული ერთადერთი ტაქსოფონის ნომერი მისცა დაიანას.

 როგორც შეთანხმებული იყვნენ, დაიანამ დათქმულ დროს დაურეკა ამ წყვილს. მომდევნო ორი კვირის მანძილზე მათ სამჯერ მოახერხეს საუბარი.

 სამწუხაროდ, წყვილს მეტად აღარ უპასუხია დაიანას ზარისთვის. თუმცა მას ხელი არ ჩაუქნევია. ის ტაქსოფონზე კვირაში სამჯერ რეკავდა და ნებისმიერს, ვინც უპასუხებდა, ბიბლიურ საკითხებზე ესაუბრებოდა. შედეგად, დაიანამ ამ სოფელში რამდენიმე ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

 ერთ დღეს, როცა დაიანა და მისი მეუღლე ტაქსოფონით ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ ახალგაზრდა კაცთან, მათი საუბარი სოფლის პასტორმა მოისმინა. ის ბიბლიის შემსწავლელთან ახლოს დადგა, რათა ლაპარაკი კარგად გაეგო. შემდეგ დაიანას და მის მეუღლეს თავად გაესაუბრა, რამაც ძალიან ნასიამოვნები დატოვა და ბიბლიის შესწავლის სურვილიც გამოთქვა.

 გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიანას და მის ქმარს ამ სოფელში ექვსი ბიბლიის შესწავლა ჰქონდათ, რომელთა შორის პასტორიც იყო. ზოგიერთმა შემსწავლელმა ტაქსოფონის საშუალებით კრების შეხვედრაც მოისმინა. ერთ-ერთმა მათგანმა სკამიც კი დაამზადა, რათა შესწავლის დროს ფეხზე არ მდგარიყვნენ.

 დაიანა და მისი მეუღლე დიდად ხარობენ, რომ ასეთ შორეულ სოფელში სასიხარულო ცნობის გავრცელების საშუალება მიეცათ. დაიანა აღნიშნავს: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ იეჰოვას სურვილია, სასიხარულო ცნობა ყველამ მოისმინოს, როგორ მიუვალ ადგილებშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი“.