არჩეულ მასალაზე გადასვლა

მათ მადლიერება გამოხატეს წერილებისთვის

მათ მადლიერება გამოხატეს წერილებისთვის

 შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ბრუკი, კოვიდპანდემიის პერიოდში წერილებით ქადაგებდა. მართალია, ყოველკვირა ის არაერთ წერილს წერდა, მაგრამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთი გამოეხმაურა და მანაც უარით გაისტუმრა ის და უთხრა, რომ მეორედ აღარ მიეწერა მისთვის წერილი. ამის გამო ბრუკს გული გაუტყდა და ფიქრობდა, რომ მის ძალისხმევას არანაირი შედეგი არ გამოჰქონდა.

 იმ პერიოდში ერთმა თანაქრისტიანმა, სახელად კიმმა, რომელიც ბანკში მუშაობს, ბრუკს მომხმარებელთან მისი საუბრის შესახებ უამბო. მომხმარებელს კიმისთვის უთქვამს, რომ ერთი იეჰოვას მოწმისგან წერილი მიუღია. როგორც გაირკვა, მისთვის წერილი ბრუკს გაუგზავნია. ერთი კვირის შემდეგ, როცა მომხმარებელი კვლავ დაბრუნდა ბანკში, კიმს უთხრა, რომ კრების შეხვედრაზე დასწრება სურდა, რომელიც იმ დროს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ტარდებოდა.

 მალევე კიდევ ერთმა იეჰოვას მოწმემ, დეივიდმა, ბრუკს უთხრა, რომ მის თანამშრომელსაც მიუღია ბრუკისგან წერილი. თანამშრომელი გაოცებული იყო, ხელით დაწერილი წერილი რომ გაუგზავნეს. მან თქვა: „ნეტავ, ბევრი ადამიანი იჩენდეს ასეთ ინტერესს სხვების მიმართ“. დეივიდმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რომ მისთვის ექადაგა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაცია შეეთავაზებინა. ამ მამაკაცმა დიდი სიამოვნებით მიიღო ეს შეთავაზება.

 იეჰოვას მოწმეებს კარგად ესმით, რომ მათ არ იციან, როდის გამოიღებს ნაყოფს მსახურებაში მათ მიერ ჩათესილი თესლი (ეკლესიასტე 11:5, 6). ბრუკს ეს შემთხვევები დაეხმარა, დაენახა, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსახურებაში (1 კორინთელები 3:6).