არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

მათ „უძვირფასესი მარგალიტი“ იპოვეს

მათ „უძვირფასესი მარგალიტი“ იპოვეს

 იესო ქადაგებდა, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ყველა პრობლემას გადაჭრიდა (მათე 6:10). იმის საჩვენებლად, თუ რამხელა ფასი აქვს ჭეშმარიტებას ღვთის სამეფოს შესახებ, მან ორი მაგალითი მოიყვანა. ამ მაგალითებს მათეს 13:44—46-ში ვკითხულობთ:

  •   კაცი, რომელიც მინდორში მუშაობს, მოულოდნელად დამალულ განძს პოულობს.

  •   ვაჭარი, რომელიც ძვირფას მარგალიტებს ეძებს, ერთ უძვირფასეს მარგალიტს პოულობს.

 ორივე მამაკაცმა ყველაფერი გაყიდა იმისთვის, რომ მარგალიტი მათი გამხდარიყო. ეს მამაკაცები მათ ჰგვანან, ვინც აფასებენ ჭეშმარიტებას ღვთის სამეფოს შესახებ და მზად არიან, დიდი მსხვერპლიც კი გაიღონ კურთხევების მისაღებად (ლუკა 18:29, 30). ამ ვიდეოში ორი ადამიანის ისტორიას გაეცნობით, რომლებმაც ამ მამაკაცების მსგავსად დააფასეს ის, რაც იპოვეს.