არჩეულ მასალაზე გადასვლა

დიდი ბრიტანეთის ფილიალი — მე-9 ფოტოგალერეა (2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით)

დიდი ბრიტანეთის ფილიალი — მე-9 ფოტოგალერეა (2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით)

 წინამდებარე ფოტოგალერეიდან იხილავთ, როგორ დასრულდა დიდ ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეების ახალ ფილიალზე მუშაობა და როგორ გადავიდა ბეთელის ოჯახი ახალ შენობებში 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე.

2019 წლის 10 სექტემბერი — საოფისე შენობა

მებაღეები ბალახის დასათესად მიწას აფხვიერებენ. ფონზე მოჩანს საცხოვრებელი შენობები A და B.

2019 წლის 19 სექტემბერი — საოფისე შენობა

საოფისე შენობის უკან ხელოვნური ტბაა. ფილიალის ტერიტორიაზე ჩელმსფორდში არაერთი ხელოვნური ტბაა სახელდახელოდ მოწყობილი, რომლებიც ბუნებრივი გზით იკავებენ წვიმის წყალს. შედეგად, ხდება წყლის გაწმენდა, მცირდება დატბორვის ალბათობა და ხელსაყრელი ეკოლოგიური გარემო იქმნება როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის.

2019 წლის 19 სექტემბერი — საოფისე შენობა

მოხალისე ცოლ-ქმარი აწყობს საოფისე ტიხრებს.

2019 წლის 14 ოქტომბერი — საცხოვრებელი შენობა A

და ლაზერული თარაზოთი საპარიკმახეროს ნიშანს ამაგრებს.

2019 წლის 28 ოქტომბერი — ფილიალის ტერიტორია

დურგალი თარაზოთი მიმართულების მიმანიშნებელ აბრას აყენებს. აბრები ეხმარება მაცხოვრებლებსა თუ სტუმრებს, გზა გაიკვლიონ 34-ჰექტარიან ტერიტორიაზე.

2019 წლის 4 ნოემბერი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა (ჩრდილოეთით)

ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ამოწმებს სახანძრო ჰიდრანტის წყლის ჭავლს.

2019 წლის 14 ნოემბერი — საოფისე შენობა

დილის თაყვანისცემის პროგრამა, რომელსაც სამშენებლო კომიტეტის წევრი უძღვება, პირველად გადაიცემა ახლად დამონტაჟებული აუდიო-ვიდეოაპარატურის მეშვეობით; ლონდონის ბეთელში მომსახურე და-ძმებს საშუალება ჰქონდათ, ამ პროგრამისთვის ინტერნეტით ედევნებინათ თვალი.

2019 წლის 19 ნოემბერი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა (ჩრდილოეთით)

ელექტრიკოსი შუქნიშანს ამონტაჟებს ფილიალის ტერიტორიაზე.

2019 წლის 19 ნოემბერი — სამშენებლო ინვენტარის საწყობი

მოხალისე დები გადაყრილ სადენებს რეზინისგან ათავისუფლებენ, რომ სპილენძი არ გადაყარონ.

2019 წლის 25 ნოემბერი — სამშენებლო ინვენტარის საწყობი

ექსკურსიამძღოლი სტუმრებს ტერიტორიის გეგმას აცნობს. ფილიალის ტერიტორია მშენებლობის დროს 95 000-ზე მეტმა სტუმარმა ინახულა.

2019 წლის 5 დეკემბერი — საოფისე შენობა

დიდი ბრიტანეთის ფილიალის კომიტეტის წევრი ბოლოჯერ ხვდება ყოველთვიურ შეხვედრაზე სამშენებლო ბრიგადის წევრებს, რის შემდეგაც ფილიალმა აიღო საკუთარ თავზე შენობების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა. 11 000-ზე მეტმა მოხალისემ არ დაიშურა დრო და ენერგია, რათა მხარი დაეჭირათ აღნიშნული პროექტისთვის.

2019 წლის 10 დეკემბერი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა (ჩრდილოეთით)

რეგიონულ გადამღებ ჯგუფსა და სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მომსახურე ძმები მომზადებას გადიან, თუ როგორ გამოიყენონ ახალ სტუდიაში მოწყობილი ლითონის კონსტრუქციები. მათ აცვიათ ბახილები, რათა არ დასვარონ იატაკი.

2019 წლის 30 დეკემბერი — საოფისე შენობა

მშენებლები საოფისე შენობამდე მისასვლელ სამანქანო გზაზე ქვიშას ანაწილებენ ფილებს შორის ადგილის ამოსავსებად.

2020 წლის 16 იანვარი — ტექნიკური მომსახურების შენობა (სამხრეთით)

მექანიკოსი ახალ ავტოფარეხში მიკროავტობუსს არემონტებს. ვინაიდან ფილიალის ყველა შენობა უკვე ერთ ადგილასაა თავმოყრილი, ბეთელის ოჯახს ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მისასვლელად აღარ სჭირდება ტრანსპორტი, ამიტომაც იგეგმება ზოგი მიკროავტობუსის გაყიდვა. ფონზე მოჩანს ავტომობილი, რომელსაც მებაღეები იყენებენ გადასაადგილებლად.

2020 წლის 29 იანვარი — საცხოვრებელი შენობა D

ძმებს ერთი ბეთელელის პირადი ნივთები გადმოაქვთ საბარგულიდან. იანვრისა და თებერვლის თვეებში 27 მოხალისე ეხმარებოდა ბეთელის ოჯახის წევრებს პირადი ნივთების გადატანაში. მარტის დასაწყისში ბეთელის მთელი ოჯახი უკვე ცხოვრობდა და მუშაობდა ახალ ფილიალში.

2020 წლის 6 თებერვალი — საოფისე შენობა

სამზარეულოს პერსონალი ბეთელის ოჯახისთვის სალათას ამზადებს.

2020 წლის 7 თებერვალი — დროებითი საცხოვრებელი ნაგებობა

გაყიდული დროებითი საცხოვრებელი ნაგებობა საზიდრიანი ავტომობილით გადააქვთ. ამ ნაგებობას მშენებლები იყენებდნენ საცხოვრებლად და ის ახალ ფილიალთან ახლოს იდგა, შედეგად, მშენებლები სამშენებლო მოედანზე გადაადგილდებოდნენ ფეხით და ჰაერში ნაკლებად გამოიყოფოდა სითბური აირები. საბოლოო ჯამში, სამშენებლო პროექტი BREEAM-ის სტანდარტით ეკოლოგიურად უსაფრთხოდ და ინოვაციურად შეფასდა. ფონზე მოჩანს ახალი საცხოვრებელი შენობები.

2020 წლის 14 თებერვალი — საოფისე შენობა

მთარგმნელობით განყოფილებაში მომსახურე ძმები ოფისში ხმის ჩამწერ სტუდიას აწყობენ. მართალია, მთარგმნელები, ძირითადად, მასალას საკუთარ ოფისებში იწერენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ისინი ამ სტუდიასაც იყენებენ; ხმის ჩამწერი კაბინით სარგებლობენ ის მთარგმნელები, რომლებიც ადგილობრივ ენებზე, ირლანდიურსა და გაელურზე, თარგმნიან.

2020 წლის 24 თებერვალი — საოფისე შენობა

ძმა ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილებიდან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ესაუბრება მოხალისეს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ამ განყოფილების წარმომადგენლად მსახურობს. ძმები, რომლებიც ამგვარ დავალებას ასრულებენ ველზე, ფილიალთან განიხილავენ დარბაზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ფონზე ჩანან ამ განყოფილების სხვა თანამშრომლები, რომლებიც ახლად აშენებულ და განახლებულ დარბაზებში გათბობისა და ვენტილაციის საკითხებს განიხილავენ.

2020 წლის 25 თებერვალი — საოფისე შენობა

ახალ მოხალისეებს ხვდებიან ფილიალის მიმღებში და აცნობენ, თუ რომელ განყოფილებასთან მოუწევთ თანამშრომლობა. როდესაც დიდი ბრიტანეთის ფილიალმა ჩელმსფორდში დაიწყო ფუნქციონირება, ბეთელის ოჯახს დაახლოებით 500 მოხალისე ეხმარებოდა. ფონზე მოჩანან ტექნიკოსები, რომლებიც ამოწმებენ, რამდენად გამართულად მუშაობს სტუმრებისთვის განკუთვნილი ეკრანები.