არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ

პუბლიკაციების ჩამოტვირთვა და გამოყენება Android-ისთვის

პუბლიკაციების ჩამოტვირთვა და გამოყენება Android-ისთვის

JW ბიბლიოთეკაში ასობით წიგნი, ბროშურა, ბუკლეტი და ვიდეოა, რომლის წაკითხვა და ყურებაც ინტერნეტის არქონის შემთხვევაშიც შეგიძლიათ.

თუ გსურთ, ჩამოტვირთოთ პუბლიკაციები, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 პუბლიკაციების ჩამოტვირთვა

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის პუბლიკაცია, წაიკითხოთ და შეისწავლოთ ისინი მაშინაც, როცა ინტერნეტით არ სარგებლობთ.

  • პუბლიკაციების ჩამონათვალის სანახავად გახსენით ნავიგაციის ველი და აირჩიეთ პუბლიკაციები.

  • დააჭირეთ ენების ღილაკს, რათა იხილოთ, რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი პუბლიკაციები. აირჩიეთ სასურველი ენა. ენები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. აგრეთვე შეგიძლიათ ჩაბეჭდოთ ენა და ასე მოძებნოთ ის.

JW ბიბლიოთეკაში პუბლიკაციების მოსაძებნად არსებობს რამდენიმე საშუალება.

კატეგორიაში ნაჩვენებია პუბლიკაციები იმ ენაზე, რომელზეც ეძებთ. ეს პუბლიკაციები დაჯგუფებულია წიგნებად, ბუკლეტებად ან ვიდეოებად. პუბლიკაციების ჩამონათვალის სანახავად გახსენით ნავიგაციის ველი და აირჩიეთ პუბლიკაციები.

განყოფილებაში რა არის ახალი, ნაჩვენებია ახლად გამოცემული პუბლიკაციები იმ ენაზე, რომელზეც ეძებთ.

დააჭირეთ კონკრეტულ პუბლიკაციას, რომ ჩამოტვირთოთ ის თქვენს მოწყობილობაზე.

იმ პუბლიკაციების გასწვრივ, რომლებიც ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. დააჭირეთ პუბლიკაციას, რომ ჩამოტვირთოთ ის. მას შემდეგ, რაც პუბლიკაცია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. მის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ პუბლიკაციას.

განყოფილებაში ჩამოტვირთული, ნაჩვენებია ყველა ის პუბლიკაცია, რომელიც ჩამოტვირთეთ ამა თუ იმ ენაზე. ისინი შეგიძლიათ დაახარისხოთ შემდეგნაირად: ხშირად გამოყენებული, იშვიათად გამოყენებული ან უდიდესი ზომა.

 პუბლიკაციის წაშლა

თუ აღარ იყენებთ პუბლიკაციას ან გსურთ გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ წაშალოთ ის.

გახსენით ნავიგაციის ველი და დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს, შემდეგ კატეგორიას (მაგალითად, წიგნები), რათა ნახოთ პუბლიკაციების ჩამონათვალი. დააჭირეთ სამწერტილს იმ პუბლიკაციის გასწვრივ, რომლის წაშლაც გსურთ და შემდეგ წაშლას.

თუ გსურთ, გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაში, წაშალეთ პუბლიკაციები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ ან რომლებიც ძალიან დიდ ადგილს იკავებენ. გახსენით ნავიგაციის ველი და დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს, გადადით განყოფილებაში ჩამოტვირთული და დაახარისხეთ შემდეგნაირად: იშვიათად გამოყენებული ან უდიდესი ზომა. წაშალეთ ის პუბლიკაციები, რომლებიც მეტად აღარ გჭირდებათ.

 პუბლიკაციების განახლება

დროდადრო თქვენ მიერ ჩამოტვირთული პუბლიკაციები შეიძლება განახლდეს.

იმ შემთხვევაში, თუ პუბლიკაციების განახლება მოხდა, მათ გასწვრივ გამოჩნდება განახლების ნიშანი. როდესაც პუბლიკაციას დააჭერთ, გამოჩნდება წარწერა, რომ ხელმისაწვდომია მისი განახლება. იმისათვის, რომ განაახლოთ პუბლიკაცია ჩამოტვირთეთ, ან აირჩიეთ მოგვიანებით, რომ განაგრძოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ვერსიის წაკითხვა.

თუ გსურთ, ნახოთ განახლდა თუ არა თქვენ მიერ ჩამოტვირთული პუბლიკაციები, გახსენით ნავიგაციის ველი და დააჭირეთ პუბლიკაციებს. თუ ხელმისაწვდომია, რომელიმე პუბლიკაციის განახლებული ვერსია, გამოჩნდება მოსალოდნელი განახლებების განყოფილება. დააჭირეთ მას, რომ გამოჩნდეს ყველა განახლებული პუბლიკაცია. განახლებისთვის დააჭირეთ სასურველ პუბლიკაციას ან განაახლე ყველას, რომ ჩამოტვირთოთ ყველა ერთად.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსია, რომელიც Android 2.3-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის თებერვალში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.