არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჩვენ გამოსაცდელად შექმნა ღმერთმა ეშმაკი?

ჩვენ გამოსაცდელად შექმნა ღმერთმა ეშმაკი?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს ეშმაკი არ შეუქმნია. მან შექმნა ანგელოზი, რომელიც ეშმაკი გახდა. ბიბლიაში ღვთის შესახებ ნათქვამია: „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:3—5). აქედან ჩანს, რომ სატანა თავდაპირველად ღვთის სულიერი ძე, სრულყოფილი და სამართლიანი ანგელოზი იყო.

 იოანეს 8:44-ის თანახმად, იესომ თქვა, რომ ეშმაკი „ჭეშმარიტებაში არ დადგა“, რითაც იმაზე მიანიშნა, რომ სატანა ერთ დროს მართალი და უდანაშაულო იყო.

 მაგრამ იეჰოვას სხვა გონიერი ქმნილებების მსგავსად, ამ ანგელოზსაც, რომელიც სატანა გახდა, შეეძლო სწორსა და არასწორს შორის არჩევანი გაეკეთებინა. მან ღვთის წინააღმდეგ წასვლა არჩია და პირველი წყვილიც წააქეზა, მისი მხარე დაეკავებინათ. ამგვარად, ის სატანა გახდა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს (დაბადება 3:1—5; გამოცხადება 12:9).