არჩეულ მასალაზე გადასვლა

რომელი ორი მიზეზის გამო არ ისმენს ღმერთი ზოგიერთ ლოცვას?

რომელი ორი მიზეზის გამო არ ისმენს ღმერთი ზოგიერთ ლოცვას?

ბიბლია გვპასუხობს:

 ზოგიერთ ლოცვას ღმერთი არ პასუხობს. განვიხილოთ, თუ რომელ ორ შემთხვევაში არ ისმენს ღმერთი აღვლენილ ლოცვებს.

1) როდესაც ლოცვა ღვთის ნებას ეწინააღმდეგება

 ღმერთი არ პასუხობს ისეთ ლოცვებს, რომლებიც მის ნებას ეწინააღმდეგება ან არ შეესაბამება ბიბლიურ ნორმებს (1 იოანე 5:14). მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არ უნდა ვიყოთ ხარბები. აზარტული თამაშები სწორედ სიხარბის სულს ავითარებს (1 კორინთელები 6:9, 10). ამიტომ, ღმერთი არ მოისმენს ჩვენს ლოცვას, თუ ლატარეაში მოგებას ვთხოვთ. ღმერთი არ არის ზღაპრული ჯინი, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს. ამისთვის ნამდვილად უნდა იყოთ ღვთის მადლიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გამუდმებით იმის შიში გექნებოდათ, რომ სხვას რაიმე ცუდი, თქვენთვის საზიანო რამ, არ ეთხოვა ღვთისთვის (იაკობი 4:3).

2) როდესაც ერთს ლოცულობ და მეორეს აკეთებ

 ღმერთი არ ისმენს მათ ლოცვებს, რომლებიც გამუდმებით სტკენენ გულს თავიანთი საქციელით. ურჩებს ღმერთი შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ესაია 1:15). მაგრამ თუ ასეთები შეიცვლებიან და ღმერთთან „საქმეებს მოაგვარებენ“, ის შეისმენს მათ ლოცვებს (ესაია 1:18).