არჩეულ მასალაზე გადასვლა

მოიხსენიებს ბიბლია განსაწმენდელს?

მოიხსენიებს ბიბლია განსაწმენდელს?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიაში სიტყვა განსაწმენდელი არ არის მოხსენიებული და არც ის არის ნათქვამი, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული განსაწმენდელში ხვდება. a ვნახოთ, რას ასწავლის ბიბლია ცოდვისა და სიკვდილის შესახებ და როგორ ეწინააღმდეგება ეს განსაწმენდელის შესახებ სწავლებას.

  •   ცოდვისგან განწმენდა მხოლოდ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლითაა შესაძლებელი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „მისი [ღვთის] ძის, იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ და რომ იესო ქრისტემ „საკუთარი სისხლით გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან“ (1 იოანე 1:7; გამოცხადება 1:5). ღვთის სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია, რომ იესო ქრისტემ მისცა „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28).

  •   გარდაცვლილები ვერაფერს გრძნობენ. „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა“ (ეკლესიასტე 9:5). მკვდრები არაფერს გრძნობენ, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მათ ცეცხლოვან განსაწმენდელში რაიმე განიცადონ.

  •   სიკვდილის შემდეგ ადამიანი პასუხს აღარ აგებს თავის ცოდვებზე. ბიბლიაში ნათქვამია: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7, 23). როგორც დავინახეთ, ადამიანი, როცა კვდება, სრულად იხდის საკუთარი ცოდვების საზღაურს.

a ერთ წიგნში, რომელიც რელიგიების შესახებ ზოგად ისტორიულ ცნობებს შეიცავს, ვკითხულობთ: „სახარებებში სიტყვაც კი არ არის ნათქვამი განსაწმენდელის შესახებ“. აგრეთვე „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია: „იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ კათოლიკური სწავლება განსაწმენდელის შესახებ ტრადიციებს ეფუძნება და არა წმინდა წერილებს“ (მეორე გამოცემა, მე-11 ტომი, გვ. 825).

b იხილეთ „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“, მეორე გამოცემა, მე-11 ტომი, გვ. 824.