არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

იგავები 3:5, 6 — „საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“

იგავები 3:5, 6 — „საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“

 „მთელი გულით მიენდე იეჰოვას და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის მოგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

იგავების 3:5, 6-ის ახსნა

 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას a უნდა მივმართოთ და არ დავეყრდნოთ საკუთარ გონებას.

 „მთელი გულით მიენდე იეჰოვას“. იმ შემთხვევაში ვაჩვენებთ, რომ ვენდობით იეჰოვას, თუ მის ნებასთან შეთანხმებულად ვმოქმედებთ. ღმერთს ბოლომდე, მთელი გულით უნდა მივენდოთ. ბიბლიაში სიტყვა „გული“ ძირითადად მოიაზრებს შინაგან პიროვნებას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ადამიანის ემოციებს, მოტივებს, აზროვნებასა და განწყობას. აქედან გამომდინარე, ღმერთზე მთელი გულით მინდობა გრძნობებზე მეტს გულისხმობს. ამ არჩევანს ვაკეთებთ იმაში სრულად დარწმუნებულნი, რომ ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (რომაელები 12:1).

 „საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“. ჩვენ გვჭირდება ღმერთზე მინდობა, რადგან არასრულყოფილები ვართ. თუ მხოლოდ საკუთარ გონებას მივენდობით ან ჩვენი გულის კარნახით ვიმოქმედებთ, შეიძლება ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომელიც ერთი შეხედვით სწორი მოგვეჩვენოს, მაგრამ საბოლოოდ მან სავალალო შედეგები მოგვიტანოს (იგავები 14:12; იერემია 17:9). ღვთის სიბრძნე ადამიანურ სიბრძნეს ბევრად აღემატება (ესაია 55:8, 9). როცა ღვთიური აზრებით ვხელმძღვანელობთ, წარმატებას ვაღწევთ (ფსალმუნი 1:1—3; იგავები 2:6—9; 16:20).

 „გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე“. უნდა გავიგოთ, როგორია ღვთის თვალსაზრისი ყველა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხთან დაკავშირებით. ასე იმ შემთხვევაში მოვიქცევით, თუ ლოცვაში ვთხოვთ ღმერთს ხელმძღვანელობას და მივყვებით ბიბლიაში ჩაწერილ მითითებებს (ფსალმუნი 25:4; 2 ტიმოთე 3:16, 17).

 „ის მოგისწორებს სავალს“. ღმერთი სავალს გვისწორებს იმით, რომ გვეხმარება, მისი სამართლიანი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ (იგავები 11:5). ამგვარად, თავიდან ვირიდებთ ზედმეტ პრობლემებს და უფრო ბედნიერები ვართ (ფსალმუნი 19:7, 8; ესაია 48:17, 18).

იგავების 3:5, 6-ის კონტექსტი

 ბიბლიის წიგნ „იგავებში“ მოცემულია ძირითადი პრინციპები, რომელთა გათვალისწინება გვეხმარება, აზრიანი და წარმატებული ცხოვრება გვქონდეს ისე, რომ ღვთის მოწონება დავიმსახუროთ. პირველ ცხრა თავში ჩაწერილია თბილი, მამაშვილური რჩევები. მესამე თავში ყურადღება მახვილდება იმ დადებით შედეგებზე, რომლებიც ჩვენი შემოქმედის ბრძნული რჩევების დაფასებას და გამოყენებას მოაქვს (იგავები 3:13—26).

a იეჰოვას არის ღვთის საკუთარი სახელი.