არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიის ატლასი

ბიბლიის ატლასი

ბროშურა „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“ არის ბიბლიის ატლასი, რომელიც დაგეხმარებათ, უფრო ღრმად გამოიკვლიოთ ბიბლიური საკითხები. ბიბლიაში არაერთი გეოგრაფიული ადგილი, ქალაქი და ტერიტორიაა მოხსენიებული. ამ ატლასის დახმარებით ბიბლიის კითხვა და შესწავლა თქვენთვის უფრო საინტერესო გახდება. ბროშურა „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“ დაგეხმარებათ, თვალნათლივ წარმოიდგინოთ გარემო, სადაც ესა თუ ის შემთხვევა მოხდა. აგრეთვე უკეთ გაიგებთ, რა გავლენას ახდენდა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ბიბლიაში მოხსენიებულ ამა თუ იმ მოვლენაზე.

თქვენთვის ბიბლიის შესწავლას უფრო საინტერესო პროცესად აქცევს ამ ბროშურაში მოცემული ბიბლიური ადგილების ფერადი რუკები და სქემები, აგრეთვე დიაგრამები, გრაფიკული გამოსახულებები და სხვა.

ბიბლიის ატლასის დახმარებით

  • მეტს გაიგებთ აბრაამის, ისაკისა და იაკობის მოგზაურობების შესახებ.

  • შეიტყობთ, რა გზა განვლეს ისრაელებმა ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე.

  • მეტს გაიგებთ ისრაელისა და მის გარშემო მცხოვრები ერების ტერიტორიებზე.

  • შეიტყობთ, სად ქადაგებდა იესო დედამიწაზე ყოფნის დროს.

  • მეტს გაიგებთ ბიბლიაში მოხსენიებული იმპერიების, მაგალითად, ბაბილონის, საბერძნეთისა და რომის გეოგრაფიის შესახებ.

იხილეთ ბროშურა „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“.