არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძველესი წარწერები ადასტურებს ისრაელის ერთ-ერთი ტომის ადგილმდებარეობის სიზუსტეს

უძველესი წარწერები ადასტურებს ისრაელის ერთ-ერთი ტომის ადგილმდებარეობის სიზუსტეს

 ბიბლიაში წერია, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელებმა დაიპყრეს აღთქმული მიწა და ისრაელთა საგვარეულოებმა გაინაწილეს მიწები, მენაშეს ტომის ათი საგვარეულო მდინარე იორდანის დასავლეთით, სხვა საგვარეულოებისგან განცალკევებით დასახლდა (იესო ნავეს ძე 17:1—6). დასტურდება ეს ფაქტი არქეოლოგიური აღმოჩენებით?

 1910 წელს სამარიაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს თიხის ფრაგმენტები, რომელზეც წარწერები იყო გაკეთებული. ამ ფრაგმენტებზე, ანუ თიხის პატარა ფირფიტებზე (ოსტრაკონები) წარწერები შესრულებულია ებრაულ ენაზე, რომლებიც შეიცავს დოკუმენტურ მტკიცებულებას ძვირფასი საქონლის მიღების თაობაზე, მათ შორის ღვინისა და კოსმეტიკური ზეთის. ხელნაწერის მიხედვით ძვირფასი საქონელი გაგზავნილი იყო დედაქალაქში მდებარე სამეფო სასახლეში. მთლიანობაში 102 ფირფიტა იქნა ნაპოვნი, რომლებიც ძვ. წ. მე-8 საუკუნით თარიღდება, თუმცა მათგან მხოლოდ 63-ზე იკითხება ტექსტი სრულად და გარკვევით. საბოლოოდ, ტექსტების გაშიფვრით ცხადი გახდა თარიღები და საგვარეულოთა სახელები, აგრეთვე ზემოხსენებული ძვირფასი საქონლის გამგზავნისა და მიმღების სახელები.

 აღსანიშნავია, რომ სამარიაში აღმოჩენილ ფირფიტებზე ამოტვიფრული საგვარეულოები ეკუთვნოდა მენაშეს ტომს. ერთ-ერთი არქეოლოგიური ნაშრომის მიხედვით, ეს არის „დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ მენაშეს საგვარეულოები სწორედ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული“ (NIV Archaeological Study Bible).

ეს წარწერა ადასტურებს, რომ ქალი, სახელად ნოე, ნამდვილად იყო მენაშეს შთამომავალი

 სამარიის ფირფიტები (ოსტრაკონები) ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის, ამოსის სიტყვების ჭეშმარიტებასაც ადასტურებს, რომელმაც იმ მხარეში მცხოვრებ მდიდარ ხალხზე თქვა: „თასებით რომ სვამენ ღვინოს, საუკეთესო ზეთს რომ იცხებენ“ (ამოსი 6:1, 6). სამარიის ფირფიტები იმასაც ადასტურებს, რომ ასეთი პროდუქტები ნამდვილად შეჰქონდათ ისრაელის იმ მხარეში, სადაც მენაშეს ათი საგვარეულო იყო დასახლებული.