არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

alfa27/stock.adobe.com

ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ ᲙᲐᲛᲞᲐᲜᲘᲐ

იესო ქრისტე წერტილს დაუსვამს დამნაშავეობას

იესო ქრისტე წერტილს დაუსვამს დამნაშავეობას

 იესოს კარგად ესმის იმ ადამიანების, ვინც დამნაშავეობისა და უსამართლობის გამო იტანჯებიან. მას უმოწყალოდ სცემეს, ცილი დასწამეს, უსამართლოდ გაასამართლეს და სასტიკი მეთოდით დასაჯეს სიკვდილით. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო, იესომ საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28; იოანე 15:13). მალე ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, წერტილს დაუსვამს დამნაშავეობას და „აღასრულებს სამართალს“ დედამიწაზე (ესაია 42:3).

 ბიბლია აღწერს, თუ როგორი იქნება მსოფლიო მას შემდეგ, რაც იესო მოქმედებას დაიწყებს:

  •   „აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

 ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც იესოს ჩვენთვის გაუკეთებია და მომავალში გააკეთებს? ლუკას 22:19-დან ვიგებთ, რომ იესოს სურვილი იყო, თავის მიმდევრებს ყოველთვის ხსომებოდათ ის მსხვერპლი, რაც მან კაცობრიობისთვის გაიღო. სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად იკრიბებიან იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. გულთბილად გიწვევთ ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება კვირას, 2024 წლის 24 მარტს.

ნახეთ, სად ტარდება გახსენების საღამო.