არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რას ნიშნავს, იყო კარგი მშობელი?

ასწავლით შვილებს ღვთის სიყვარულს?

ოჯახი, სადაც მშობლები ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან, ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გარემოა (კოლოსელები 3:14, 19). კარგ მშობლებს უყვართ თავიანთი შვილები და აქებენ მათ; ისევე, როგორც იეჰოვა აქებდა თავის ძეს (წაიკითხეთ მათეს 3:17).

ჩვენი ზეციერი მამა უსმენს თავის მსახურებს და ინტერესდება მათი გრძნობებით. უპრიანი იქნება, თუ მშობლებიც მიჰბაძავენ იეჰოვას და მოუსმენენ თავიან შვილებს (იაკობი 1:19). მათ უნდა გაითვალისწინონ ბავშვების გრძნობები, მათ შორის უარყოფითიც (წაიკითხეთ რიცხვების 11:11, 15).

როგორ უნდა აღზარდოთ შვილები პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად?

როგორც მშობელს, უფლება გაქვთ, ოჯახში წესები დაადგინოთ (ეფესოელები 6:1). მიჰბაძეთ ღმერთს, რომელიც ჩვენდამი სიყვარულს იმით ავლენს, რომ გვიდგენს კონკრეტულ წესებს და გვიხსნის, რა შედეგებს მოვიმკით მათი დარღვევის შემთხვევაში (დაბადება 3:3). ნაცვლად იმისა, რომ მორჩილება გვაიძულოს, გვეუბნება, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს სწორად მოქცევა (წაიკითხეთ ესაიას 48:18, 19).

მიზნად დაისახეთ, რომ შვილებს ღმერთი შეაყვაროთ. ამგვარად ისინი მაშინაც კი ბრძნულად იმოქმედებენ, როცა მათ გვერდით არ იქნებით. იეჰოვას მსგავსად თქვენც პირადი მაგალითით ასწავლეთ შვილებს ღვთის სიყვარული (წაიკითხეთ კანონის 6:5—7; ეფესოელების 4:32; 5:1).