არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ვინ შექმნა?

სახლის ობობას წებოვანი ნივთიერება

სახლის ობობას წებოვანი ნივთიერება

სახლის ობობა (Parasteatoda tepidariorum) ისეთ ქსელს რთავს, რომელიც საკმაოდ მტკიცეა, რომ კედელს მიეკრას და ამავდროულად იმდენად სუსტი, რომ ადვილად მოშორდეს მიწას. ამგვარად ის ხაფანგის როლს ასრულებს და მსხვერპლს იჭერს. როგორ შეუძლია ობობას გამოყოს წებო, რომელიც ერთდროულად ძლიერიც არის და სუსტიც?

Scaffolding silk

დაფიქრდით: ობობა ქსელს წებოვანი აბრეშუმისებრი ბოჭკოების მეშვეობით აბამს კედელზე, ჭერზე ან მსგავს ზედაპირზე. მისი ქსელი საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ მფრინავი მსხვერპლი დაიჭიროს. აკრონის უნივერსიტეტის (ოჰაიო) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მეორე მხრივ, აბრეშუმისებრი ბოჭკოები, რომლითაც ობობა ქსელს მიწაზე ამაგრებს, სრულიად განსხვავებული აგებულებისაა. მიწაზე გაბმულ ქსელს უფრო ნაკლები წებოვანი ბურთულები აქვს, ვიდრე კედელზე გაბმულს, რაც ობობას საშუალებას აძლევს ადვილად აიყვანოს მიწიდან ქსელში გახვეული ნებისმიერი მცოცავი მსხვერპლი.

მიწაზე გაბმული ქსელი

აკრონის უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული ერთი ანგარიშის თანახმად, მეცნიერები, რომლებმაც ბუნების ეს საოცრება აღმოაჩინეს, „მუშაობენ იმაზე, რომ შექმნან იმის მსგავსი წებოვანი ნივთიერება, როგორსაც გამოყოფს სახლის ობობა“. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ წებოს გამოიყენებენ როგორც ჩვეულებრივი სახვევებისთვის, ისე მოტეხილი ძვლების შესაწებებლად.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა სახლის ობობას ერთდროულად ძლიერი და სუსტი წებოვანი ნივთიერების წარმოქმნის უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?