არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ვინ შექმნა?

ტროპიკული კალიის სმენის საოცარი უნარი

ტროპიკული კალიის სმენის საოცარი უნარი

სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს კალია (Copiphora gorgonensis), რომლის ყურის სიგრძე ერთ მილიმეტრზე პატარაა, მაგრამ აგებულებით ის ძალიან ჰგავს ადამიანის ყურს. ეს კალია შორი მანძილიდანაც არჩევს დიდი სიხშირის ბგერებს. მაგალითად, მას შეუძლია ერთმანეთისგან განასხვაოს სხვა კალიის ხმა და სანადიროდ გამოსული ღამურის ულტრაბგერები.

კალიის ყური

დაფიქრდით: კალიის ყურები განთავსებულია წინა ორ კიდურზე. ადამიანის ყურის მსგავსად ტროპიკული კალიის ყური ბგერებს ჯერ აგროვებს, შემდეგ გარდაქმნის და ბოლოს შიფრავს. მაგრამ მეცნიერებმა კიდევ ერთი საოცარი ორგანო აღმოაჩინეს ამ მწერის ყურში. ეს არის სითხით სავსე ღრმული, რომელიც მოგრძო ბუშტს წააგავს. ეს ორგანო, რომელსაც აგრეთვე სმენის აპარატი შეარქვეს, ისეთივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ძუძუმწოვართა სასმენი ლოკოკინა, თუმცა მასზე ბევრად პატარაა. კალიის საოცრად მახვილ სმენაზე სწორედ ეს სასმენი აპარატია პასუხისმგებელი.

ბრისტოლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორმა ბიოლოგიის დარგში დენიელ რობერტმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა ინჟინრებს დაეხმარება „შექმნან მინიატურული სასმენი აპარატი, რომელიც შეძლებს ბგერების უფრო ზუსტად აღქმას“. მკვლევრები იმასაც იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენის წყალობით მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება ულტრასონოგრაფიისა და ვიზუალიზაციის სისტემების გამოყენების ტექნოლოგია.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია ის, რომ კალიას სმენის ასეთი საოცარი უნარი აქვს, თუ ეს ღვთის დამსახურებაა?