არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

საიმპერატორო პინგვინის ბუმბულის საფარველი

საიმპერატორო პინგვინის ბუმბულის საფარველი

საიმპერატორო პინგვინებს შეუძლიათ საოცარი სისწრაფით ცურვა და სწრაფად ამოხტომა წყლიდან ყინულზე. როგორ ახერხებენ ისინი ამას?

საიმპერატორო პინგვინის ბუმბული

დაფიქრდით: საიმპერატორო პინგვინი ჰაერს ინახავს ბუმბულის საფარში. ეს მას არა მხოლოდ მკაცრი ყინვისგან იცავს, არამედ ორჯერ ან სამჯერ უფრო სწრაფად მოძრაობის საშუალებას აძლევს. როგორ? საზღვაო ბიოლოგები აღნიშნავენ, რომ პინგვინები ამას ბუმბულებში შენახული ჰაერის პაწაწინა ბუშტულების გაშვებით ახერხებენ. ჰაერის გამოშვების შედეგად მცირდება ხახუნის ძალა პინგვინის სხეულის ზედაპირზე, რაც მას სწრაფად ცურვასა და ამოხტომაში ეხმარება.

საინტერესოა, რომ ინჟინრები ცდილობენ, შექმნან ისეთი ხელოვნური ჰაერის ბუშტულები, რომელთა მეშვეობითაც შეამცირებენ ხახუნს გემის კორპუსზე და, ამგვარად, გაზრდიან გემის მოძრაობის სიჩქარეს. თუმცა, მკვლევრები აღიარებენ, რომ ტექნიკურად ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან „პინგვინის ბუმბული იმდენად რთული აგებულებისაა, რომ საკმაოდ ძნელი იქნება მისი ანალოგი ხელოვნური ფოროვანი მემბრანის შექმნა“.

რას ფიქრობთ? საიმპერატორო პინგვინს ევოლუციის გზით გაუჩნდა ასეთი საფარველი, თუ ის ღმერთმა შემოსა?