არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკეთის ძალა

სიკეთის ძალა

გუჯარათის (ინდოეთი) ერთ პატარა ქალაქში მცხოვრები ჯონის მამა 1950-იანი წლების მიწურულს იეჰოვას მოწმე გახდა. ჯონი, მისი ხუთი და-ძმა და დედა კათოლიკები იყვნენ. ისინი ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ ოჯახისთავს ახლად შეძენილი რწმენის გამო.

ერთხელ მამამ ჯონს სთხოვა, ერთი თანაქრისტიანისთვის კონვერტი წაეღო. იმ დილით ჯონმა თუნუქის კასრის გახსნის დროს თითი ღრმად გაიჭრა. მაგრამ მას უნდოდა, მამის თხოვნა შეესრულებინა, ამიტომ თითი ნაჭრით გადაიხვია და ფეხით გაემართა კონვერტის გადასაცემად.

ჯონს სახლში იმ კაცის ცოლი დახვდა. ეს ქალიც იეჰოვას მოწმე იყო. კონვერტის გამორთმევის დროს მან შეამჩნია, რომ ჯონს თითი ჰქონდა გაჭრილი და დახმარება შესთავაზა. ქალმა სახლიდან გამოიტანა პირველი დახმარების ყუთი, ჭრილობა ანტისეპტიკური საშუალებით დაუმუშავა და შეუხვია. შემდეგ ჯონს ჩაი მოუმზადა და ტაქტიანად დაუწყო ბიბლიურ თემებზე საუბარი.

ჯონს ნელ-ნელა ეცვლებოდა იეჰოვას მოწმეებზე წინასწარ შექმნილი აზრი. მან ქალთან საუბრისას ორი საკითხი წამოჭრა, რაშიც არ ეთანხმებოდა მამას — იყო თუ არა იესო ღმერთი და უნდა მიემართათ თუ არა ქრისტიანებს ლოცვით მარიამისთვის. ქალმა ჯონს მის მშობლიურ ენაზე, გუჯარათულზე, ამოუკითხა პასუხები ბიბლიიდან და მისცა ბუკლეტი „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“.

მოგვიანებით, ბუკლეტის წაკითხვის შემდეგ, ჯონი მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ის ეკლესიაში მივიდა და მღვდელს იგივე კითხვები დაუსვა, რაც ჩვენს დას. მღვდელს მოთმინება დიდხანს არ ეყო, ბიბლია ესროლა და უყვირა: „შე, სატანის მოციქულო! მაჩვენე, სად წერია ბიბლიაში, რომ იესო ღმერთი არ არის?! სად წერია, რომ მარიამს არ უნდა ვცეთ თაყვანი?! მაჩვენე ერთი!“. ჯონი იმდენად გაოგნებული იყო მღვდლის საქციელით, რომ უთხრა, კათოლიკურ ეკლესიაში ჩემი ფეხი აღარ იქნებაო. მას შემდეგ ის აღარც მისულა ეკლესიაში.

მან მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და იეჰოვას მსახური გახდა. დროთა განმავლობაში მას ოჯახის რამდენიმე წევრიც შეუერთდა. ჯონს დღემდე ეტყობა თითქმის 60 წლის წინანდელი ჭრილობის ნაიარევი. ის დიდი სითბოთი იხსენებს იმ სიკეთეს, რომელმაც ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა (2 კორ. 6:4, 6).