არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

[მარცხნიდან მარჯვნივ] მარსელოს, იომარასა და იბერს ხელში უჭირავთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ესპანური ბრაილის შრიფტით.

მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს და-ძმების სიყვარული

მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს და-ძმების სიყვარული

ᲘᲝᲛᲐᲠᲐ თავის ორ ძმასთან, მარსელოსთან და იბერთან ერთად გვატემალის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. მან შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მოგვიანებით შესწავლაში ძმებიც შეუერთდნენ. სწავლას ის ართულებდა, რომ სამივენი უსინათლოები იყვნენ და არ იცოდნენ ბრაილზე კითხვა. ამიტომ ბიბლიის მასწავლებელი მათ განსახილველ მასალასაც უკითხავდა და მასში მოცემულ ბიბლიურ მუხლებსაც.

რახან ისინი კრების შეხვედრებზე დამოუკიდებლად ვერ მიდიოდნენ უახლოეს დარბაზში, რომელიც 40 წუთის სავალზე იყო, ძმებმა იზრუნეს მათ ტრანსპორტირებაზე. ძმები მათ შუა კვირის შეხვედრისთვის დავალებების მომზადებასა და დამახსოვრებაშიც ეხმარებოდნენ.

მათ სოფელში ერთი პიონერი წყვილი გადავიდა საცხოვრებლად. 2019 წლის მაისში იქ კრების შეხვედრების ჩატარება დაიწყეს. ამ წყვილმა გადაწყვიტა, სამივე დედმამიშვილისთვის ბრაილზე წერა-კითხვა ესწავლებინათ. რახან თავადაც არ იცოდნენ ბრაილის შრიფტი, ისინი ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, რომ მეტი გაეგოთ ამ შრიფტზე და მისი სწავლების მეთოდებზე.

მარსელო კრებაზე კომენტარს აკეთებს.

რამდენიმე თვეში იომარაცა და მისი ძმებიც დაეუფლნენ ბრაილს, რამაც ხელი შეუწყო მათ სულიერ წინსვლას. a დღეს სამივენი პიონერებად მსახურობენ. მარსელო კრებაში მომსახურედაც დაინიშნა. ისინი აქტიურად არიან ჩაბმული სულიერ საქმეებში და თავიანთი ენთუზიაზმით სხვებსაც ამხნევებენ.

სამივენი ემადლიერებიან თანაქრისტიანებს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იომარა ამბობს: „იმ დღიდან, რაც მოწმეებს შევხვდით, მათგან ყოველთვის ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს ვგრძნობთ“. მარსელო კი ამბობს: „ჩვენს კრებაში ბევრი კარგი მეგობარი გავიჩინეთ. თან მოსიყვარულე საერთაშორისო საძმოც გვყავს“. იომარასა და მის ძმებს ერთი სული აქვთ, საკუთარი თვალით იხილონ სამოთხედ ქცეული დედამიწა (ფსალმ. 37:10, 11; ეს. 35:5).

a ბროშურა „ისწავლე წერა-კითხვა ბრაილის შრიფტით“ განკუთვნილია უსინათლოთა და მცირემხედველთათვის ბრაილზე წერა-კითხვის სასწავლებლად.